ჩვენ შესახებ

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა ემსახურება ალტერნატიული, კრიტიკული სოციალური ცოდნის წარმოებისა და გავრცელების გზით სოციალური სამართლიანობის იდეის ახლებურად გააზრებას, საზოგადოების წევრების კრიტიკულ პოლიტიკურ სუბიექტებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას და საზოგადოებრივი ცვლილებების წახალისებას.

პლატფორმა ეყრდნობა სოლიდარული, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების იდეას და ცდილობს, საკუთარი საქმიანობა სწორედ ამ იდეებს დააფუძნოს. Პლატფორმა საკუთარი მიზნების მიღწევას ხედავს მონაწილეობითი თანამშრომლობის ფორმების გამოყენებით, რისთვისაც ამყარებს კავშირებს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, აკადემიური სივრცის წარმომადგენლებთან, მკვლევრებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებთან.

კრიტიკული სოციალური ცოდნის წარმოებისა და გავრცელების პროცესში პლატფორმა იყენებს ინტერდისციპლინურ მიდგომას და ამ პროცესში ცდილობს მოიცვას შემდეგი მიმართულებები:

I სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა    I კრიტიკული პოლიტიკა 
I განათლების პოლიტიკა      I კრიტიკული ქვიარ/ფემინისტური აზრი
I სოციალური კვლევა

მიმართულების მიზანია სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ალტერნატიული მოდელების შესახებ კრიტიკული ცოდნის წარმოება და გავრცელება, სოციალური უფლებების ხელშეწყობა კვლევისა და ცოდნების გენერირების გზით. მიმართულების ფარგლებში აქცენტი გაკეთდება შრომის, ჯანდაცვის, სოციალური კეთილდღეობის და ეკონომიკური პოლიტიკის, მათ შორის, ვალის პოლიტიკის საკითხებზე.

კოორდინატორი: ლელა გვიშიანი

კრიტიკული პოლიტიკის მიმართულების მიზანია ხელი შეუწყოს უახლესი კვლევების და ცოდნის წარმოებას ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა ნაციონალიზმი, გლობალიზაცია, უთანასწორობა და სოციალური მოძრაობები. კრიტიკული პოლიტიკის პროგრამა გამოიყენებს სხვადასხვა მულტიმედიურ არხს, რათა გააძლიეროს საზოგადოებაში კრიტიკული ცოდნა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან მიმართებაში და შემოიტანოს ახალი ონტოლოგიური პერსპექტივები სოციალური პრობლემების ახლებურად გასააზრებლად.

კოორდინატორი: დათო ლაღიძე

განათლების პოლიტიკის მიმართულების მიზანია ხელი შეუწყოს კრიტიკული ცოდნის წარმოებას განათლების კონცეფციის, ფილოსოფიის, ისტორიისა თუ დისკურსის შესახებ, გამოკვეთოს განათლების სისტემის ადგილი ფართო სოციო-ეკოლოგიურ სისტემაში და ამ მიმართულებით გააძლიეროს მკვლევართა ქსელი.

ამასთან, წაახალისოს დისკუსია განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ და აქტუალური გახადოს განათლების ხელმისაწვდომობასთან და ხარისხთან დაკავშირებული საკითხები განათლების სისტემის აქტორებისთვის, მკვლევრებისთვის, აქტივისტებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფებისთვის.

კოორდინატორი: თორნიკე შევარდნაძე

მიმართულების მიზანია ქვიარ-ფემინისტური ცოდნის და კვლევების განვითარება საქართველოში, ერთი მხრივ, არსებული პოლიტიკის ანალიზისთვის, მეორე მხრივ, კი ალტერნატიული გზების ხელშეწყობისთის ქვიარ ჯგუფების, აქტივისტებისა და მკვლევრების თვითანალიზზე დაფუძნებით.

კოორდინატორი: ლიკა ჯალაღანია

მიმართულების მიზანია სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ ახალი ცოდნის შექმნა და გავრცელება. მიმართულება ეფუძნება კვლევის მეთოდების ინტერდისციპლინურ გაგებას და იმუშავებს სხვადასხვა დისციპლინის ჩარჩოდან.

პასუხისმგებელი პირი: თემო ბეჟანიძე

ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი: 406346547

ორგანიზაციის მისამართი: 0179, ირ. აბაშიძის 24ა, თბილისი, საქართველო

ელექტრონული ფოსტა: platformage@gmail.com

About us

The platform for Critical Politics works to rethink social justice through the production and dissemination of alternative critical knowledge. The organization strives to facilitate the construction of critical perspectives to support the process of social change. The platform for Critical Politics works to strengthen the society based on the principles of solidarity, equality, and democratic development.

The platform aims to achieve its objectives by using the principles of participatory collaboration. For this reason, the organization makes intensive networks with educational institutions, the representatives of the scholarly community, independent researchers, and civil society representatives.

During the process of critical social knowledge production and distribution, Platform deploys an interdisciplinary approach, and in this process, the organization works through the following programs:

1. Social and Economic Politics (Responsible person: Lela Gvishiani)

2. Critical Politics (Responsible person: Dato Laghidze)

3. Educational Politics (Responsible person: Tornike Shevardnadze)

4. Critical Queer/Feminist Perspective (Responsible person: Lika Jalaghania)

5. Social Research (Responsible person: Temo Bezhanidze)

Address: 0179, Ir. Abashidze str. 24a, Tbilisi, Georgia

E-mail: platformage@gmail.com