კრიტიკული პოლიტიკის სკოლა2021-10-15T19:07:49+04:00

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მიზანია შექმნას სააზროვნო სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე მსჯელობას და ანალიზს.

სიახლეები

2021 წელს კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ფოკუსირდება ძალაუფლების საკითხებზე. სკოლის ფარგლებში ვეცდებით პასუხები გავცეთ შეკითხვებს: როგორია ძალაუფლების როლი სოციალური ინსტიტუტების შექმნასა და გამყარებაში? როგორ აწარმოებს ძალაუფლება სუბიექტებს? რას გულისხმობს მმართველობის რაციონალურობა? რა არის ბიოპოლიტიკა და როგორ მიემართება სიმართლე ძალაუფლებას? რას გულისხმობს კაცობრიობის ისტორიისადმი ,,არქეოლოგიური” და ,,გენეალოგიური” მიდგომები? როგორ იქმნება დისკურსი და რა გზებით არეგულირებს ის სიმართლეს, მნიშვნელობას და აზროვნების საზღვრებს? როგორია ძალაუფლების გლობალური გადანაწილება გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის? რა ადგილი აქვს ძალაუფლებას კულტურული ჰეგემონიის დამყარების პროცესში?

2020 წელს კრიტიკული პოლიიტკის სკოლის მთავარ თემას –  განვითარების კრიტიკული პერსპექტივები წარმოადგენდა.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: კრიტიკული პოლიტიკის სკოლა 2020 – რას ვუწოდებთ განვითარებას?

-> უკანასკნელი სიახლეები

Go to Top