სოციალურ მეცნიერებათა კვლევები საქართველოში

დღეს სოციალური მეცნიერებების ძლიერი გააქტიურების ხანაა. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ცოდნა იქმნება სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდოლოგიის, მონაცემთა დამუშავებისა და ცოდნის ეპისტემური შეზღუდვების შესახებ, რაც სოციალურ მეცნიერებათა დარგში მოღვაწე მკვლევრებისთვის ინფორმაციის სიჭარბესთან ერთად, მეთოდოლოგიური კაკაფონიის განცდასაც ქმნის. ამასთან, მიუხედავად სოციალური მეცნიერებების ინტერდისციპლინური ბუნებისა, ხშირად, საკითხები და მეთოდები, რომლებიც ფუნდამენტურია ერთი მეცნიერებისთვის, სრულიად უცნობი ხდება მეორისთვის.

საქართველოში სოციალური მეცნიერებების განვითარება აკადემიურ სივრცეებში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ კვლევების აკადემიური სფეროდან გატანის საფრთხეებზე, რასაც, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან კვლევებზე გაწეული მცირე დანახარჯებით ხსნიან. ასევე, რიგი პრობლემები არსებობს ინტერდისციპლინური თანამშრომლობის კუთხით სოციალურ მეცნიერებათა სხვადასხვა დისციპლინებს შორის.

დისკუსიის მიზანია, ერთი მხრივ, აკადემიურ სივრცეში კვლევითი პროცესის პრობლემების გამოკვეთა და მასზე რეფლექსია, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური კვლევების უფრო ფართოდ დანახვა და მისი მნიშვნელობისა და სამომავლო პერსპექტივების გამოკვეთა.

დისკუსია გაიმართება პლატფორმის Facebook გვერდზე, ლაივ რეჟიმში

თარიღი: 22 ივლისი, 21.00სთ


მოდერატორი: ნინო ლეჟავა, გამომცემლობა მელანის დამფუძნებელი

იხილეთ დისკუსიის დეტალური პროგრამა ⇓