Home/დანაშაული და სასჯელი: კრიტიკული პერსპექტივები

დანაშაული და სასჯელი:

კრიტიკული პერსპექტივები

მიმართულების მიზანია დანაშაულის სოციო-ეკონომიკური კონტექსტის, სასჯელის პოლიტიკური მიზნების, სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკისა და სოციალური უსამართლობის ურთიერთმიმართებაზე ცნობიერების ამაღლება, საჯარო მსჯელობის წახალისება და აღნიშნული საკითხებით აკადემიური სივრცის დაინტერესება მომავალი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვის მიზნით.

ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი

თანამედროვეობა მსოფლიოში, დანაშაულისა და სასჯელის საკითხები პოლიტიკის ცენტრალურ საგნად, ხოლო სისხლის სამართლის ინსტრუმენტები სახელმწიფო მმართველობის წამყვან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა.

საქართველოში, ათწლეულებია, სამართალდამცავი სისტემისა და მართლმსაჯულების რეპრესიული ბუნების კრიტიკა საჯარო პოლიტიკის წამყვან თემად რჩება. გარკვეული გაცხადებული თუ ფარული კონსენსუსიც კი არსებობს, რომ მხოლოდ ფორმალური ინსტიტუტების გამართვის, კანონის უზენაესობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების შემდეგ გახდება შესაძლებელი სოციალურ თანასწორობასა და სიღარიბის დაძლევაზე ფიქრი. ამ ფონზე, სასჯელის პოლიტეკონომიური მიზნებისა და დანაშაულის სოციო-ეკონომიკური კონტექსტის ანალიზი ფაქტობრივად არ წარმოებს და კავშირი, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პოლიტიკასა და, მეორე მხრივ, სოციალურ უთანასწორობას, ჩაგვრასა და სიღარიბეს შორის, საჯარო სივრცეში არ არტიკულირდება. ამ თემაზე არც საკმარისი კვლევები წარმოებს და არც საუნივერსიტეტო კურსები არსებობს.

პროექტის მიზანია, ლექტორების, სტუნდეტების და ფართო საზოგადოების წახალისება, რომ ინტერდისციპლინარული პერსპექტივიდან, – რომელიც იყენებს კრიმინოლოგიის, პოლიტიკური ეკონომიის, სოციალური კონტროლის თეორიების, სოციოლოგიისა და პოლიტიკის თეორიულ ჩარჩოებს, – გაანალიზოს ქართულ კონტექსტში დანაშაულის მიზეზები და შედეგები, ისევე, როგორც სახელმწიფოს სადამსჯელო პოლიტიკის მიზნები.

პროექტის ფარგლებში მომზადდება თარგმანები, საუნივერსიტეტო კურსები და გაიმართება საჯარო ლექციები და დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა დანაშაულის სოციო-ეკონომიკური მიზეზები, სახელმწიფოს სადამსჯელო პოლიტიკის მიზნები, სისხლის სამართლის პოლიტიკის პოლიტეკონომიური კონტექსტი, სადამსჯელო პოპულიზმი, მედიის როლი დანაშაულის კონსტრუირებასა და ‘მორალური პანიკის’ წარმოებაში, დანაშაულისა და პოლიტიკური პროტესტის ურთიერთმიმართება, დანაშაულის და სასჯელის ფემინისტური თეორიები და სხვა.

მიმდინარე და განხორციელებული პროექტები:

2021 (მიმდინარე): დანაშაული, სასჯელი და სოციალური სამართლიანობა. ფრიდრიხ ებერტის ფონდი; 

პროექტის ხელმძღვანელი: კოტე ერისთავი; პროექტი ხორციელდება Platforma.ge-სთან და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) თანამშრომლობით.

ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი

> უკანასკნელი სიახლეები