მიმართულებები:
კრიტიკული პოლიტეკონომიის მიმართულების მიზანია პოლიტიკური ეკონომიის, როგორც აკადემიური დისციპლინის შესახებ ცოდნის შექმნა და გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მის გამოყენებას სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის ანალიზსა თუ შემუშავებაში.
განათლება და სოციალური სამართლიანობა
მიმართულების მიზანია განათლების ისტორიულ, კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეთიკურ კონტექსტებზე კრიტიკული პერსპექტივების დამუშავება. მიმართულება აქცენტს აკეთებს განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე სოციალური სამართლიანობის ჭრილში და განათლების, როგორც განმათავისუფლებელი იდეის მნიშვნელობაზე საზოგადოებისთვის. ჩვენი მიზანია მოვძებნოთ პასუხები შეკითხვებზე, თუ რა იყო, რა არის და რა ურთიერთობა უნდა არსებობდეს განათლებასა და საზოგადოებას შორის?
მიმართულების მიზანია ფემინისტური სამართლიანობის საკითხებზე ალტერნატიული ხედვებისა და პერსპექტივების დამუშავება. მიმართულების ფარგლებში ვმუშაობთ ქალთა შრომისა და შინშრომის კრიტიკულ ანალიზსა და თეორიულ დამუშავებაზე. ასევე, გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობის საკითხებზე ფემინისტური და ქვიარ პერსპექტივიდან.
დანაშაული და სასჯელი: კრიტიკული პერსპექტივები
მიმართულების მიზანია დანაშაულის სოციო-ეკონომიკური კონტექსტის, სასჯელის პოლიტიკური მიზნების, სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკისა და სოციალური უსამართლობის ურთიერთმიმართებაზე ცნობიერების ამაღლება, საჯარო მსჯელობის წახალისება და აღნიშნული საკითხებით აკადემიური სივრცის დაინტერესება მომავალი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვის მიზნით.