მიმართულებები: კრიტიკული პოლიტეკონომია2021-05-25T15:12:03+04:00
Home/მიმართულებები: კრიტიკული პოლიტეკონომია

კრიტიკული პოლიტეკონომია

კრიტიკული პოლიტეკონომიის მიმართულების მიზანია პოლიტიკური ეკონომიის, როგორც აკადემიური დისციპლინის შესახებ ცოდნის შექმნა და გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მის გამოყენებას სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის ანალიზსა თუ შემუშავებაში.

2021 წლის კურსზე პირველადი რეგისტრაცია დასრულდა.

კურსისთვის შეირჩა 50-ზე მეტი მონაწილე.

დღევანდელ გლობალიზებულ სამყაროში თითქმის წარმოუდგენელია წმინდად პოლიტიკური ან ეკონომიკური საკითხების გამოყოფა და მათი მხოლოდ ერთი დისციპლინის ჭრილში ანალიზი. კომპლექსური მოვლენების შესწავლას კომპლექსური მიდგომები სჭირდება. დღეს, მეცნიერები ხშირად მიმართავენ მულტიდისციპლინურ მიდგომებს ამა თუ იმ საკითხის ფართო კონეტქსტში საკვლევად. პოლიტიკური ეკონომიკა სწორედ ასეთი მიდგომების ერთობლიობაა, რომელიც არღვევს საზღვრებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დისციპლინებს შორის და მოვლენებს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ჭრილში განიხილავს, ისტორიული, სოციალური თუ კულტურული ასპექტების გათვალისწინებით. პოლიტიკურ-ეკონომიკური ანალიზი არა მარტო ფართო სურათს ხატავს, არამედ იგი საშუალებას გვაძლევს ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადგილობრივი და გლობალური პროცესები და დავაკვირდეთ ძალაუფლების გადანაწილებას სახელმწიფოს შიგნით თუ გლობალურ ასპარეზზე. კრიტიკული პოლიტეკონომიის მიმართულების მიზანია პოლიტიკური ეკონომიის, როგორც აკადემიური დისციპლინის შესახებ ცოდნის შექმნა და გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს მის გამოყენებას სხვადასხვა სფეროს პოლიტიკის ანალიზსა თუ შემუშავებაში.

სამუშაო გუნდი: 

ია ერაძე  – პოლიტიკური ეკონომიკის დოქტორი, კასელის უნივერსიტეტი. 

მათე გაბიცინაშვილი – საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის მკვლევარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა 42-ე პარალელის ანალიტიკოსი.  

 

> პროგრამის ფარგლებში განხორციელებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები:

2021 – პროექტის დასახელება: გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომია,  დონორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო;

2020 – პროექტის დასახელება: სადიკუსიო პლატფორმა პოლიტეკონომიური საკითხებისთვის, დონორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო;

2018-2019 – პროექტის დასახელება: პლატფორმა სოციალური დიალოგისთვის, დონორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო;

2021 – გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომია

კურსის პროფილზე შესვლა შესაძლებელი მხოლოდ კურსზე რეგისტრირებული მონაწილეებისთვის.

თუ არ ხართ რეგისტრირებული, ქვემოთ მოცემულ სექციაში ,,კურსები” აირჩიეთ ,,გლობალური გამოწვევების პოლიტეკონომია” კურსი და გაიარეთ რეგისტრაცია.

> კურსები

> უკანასკნელი სიახლეები

Go to Top