გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომია:

კაპიტალი, შრომა და სახელმწიფო

კურსზე სარეგისტრაციო ფორმა

ოცდამეერთე საუკუნის გლობალიზებულ სამყაროში მთელი რიგი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური თუ ეკოლოგიური საკითხები დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ცალკეული ქვეყნების პრობლემებს. სიღარიბე, შემოსავლების უთანასწორობა, კლიმატის ცვლილება, ეკოლოგიური კატასტროფები, ფინანსური კრიზისები, მშრომელთა ექსპლუატაცია, გენდერული ჩაგვრა თუ ავტორიტარიანული რეჟიმები გლობალური პრობლემებია. ამ გამოწვევების გეოგრაფია უთანასწორობით გამოირჩევა – მათი სიმწვავე და მასშტაბები ასიმეტრიულად ნაწილდება გლობალურ ჩრდილოეთსა და გლობალურ სამხრეთს შორის.

კორონა ვირუსის გავრცელებამ მთელი სიცხადით წარმოაჩინა, ერთი მხრივ, გლობალური კაპიტალიზმის მოწყვლადობა და მისი სოციო-ეკოლოგიური ზღვრები, და მეორე მხრივ, გაამწვავა ნეოლიბერალური პარადიგმის კრიზისი. ამრიგად, არსებული სისტემის გადააზრების და ტრანსფორმაციის საჭიროება გლობალური დღის წესრიგის სათავეშია. სწორედ ამიტომ, ამ კურსის მიზანი გლობალური პოლიტიკის პრობლემების წარმოჩენა, მათი ისტორიული და თეორიული საფუძვლების გაანალიზებაა როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოს კონტექსტშიც.

კურსი ხორციელდება Platforma.ge-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობით.

კურსის შინაარსი:

კურსის თემები სამი მთავარი თემატიკის ირგვლივ ერთიანდება – კაპიტალი, შრომა და სახელმწიფო.

კურსის პირველი ნაწილი გლობალური კაპიტალიზმის ისტორიულ საფუძვლებს მიმოიხილავს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან დღემდე, და ისეთ საკითხებს აერთიანებს როგორიცაა: ბრეტონ ვუდსის სისტემა და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერება, ფინანსური კაპიტალის აღზევება და ფინანსიალიზაცია, გლობალური მონეტარული სისტემა, ცენტრალური ბანკების ნეოლიბერალიზიცა, ვალუტების იერარქია, დოლარის ჰეგემონია, ვალის პოლიტიკური ეკონომია ფინანსური კრიზისები.

მეორე ნაწილი გლობალური წარმოებასა და შრომასთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს:საერთაშორისო ვაჭრობა და გლობალური ღირებულებების ჯაჭვი, ტრანსნაციონალური საწარმოები, შრომის ექსპლუატაცია და გლობალური წარმოების ეკოლოგიური ზღვრები.

კურსის მესამე ნაწილი სახელმწიფოს დომინანტურ ფორმებს მიმოიხილავს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ნეოლიბერალური სახელმწიფოს ანალიზს ეთმობა. აქ არამარტო სახელმწიფოს როლი და ფუნქციებია ყურადღების ცენტრში, არამედ ისეთი საკითხებიც როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოება, სოციალური მოძრაობები და წინააღმდეგობების პოლიტიკები. ამასთან, კურსის თითოეული თემატიკა საქართველოსთან მიმართებაში იქნება განხილული, რათა სტუდენტებმა საქართველოს გამოწვევები გლობალურ პრობლემებთან კავშირში დაინახონ.

იხილეთ კურსის თემების დეტალური ჩამონათვალი:

კურსის ლექტორები:

ია ერაძე

ია ერაძე ფლობს მაგისტრის დიპლომს გლობალურ პოლიტიკურ ეკონომიაში კასელის (გერმანია) უნივერისტეტიდან. სხვადასხვა დროს სწავლობდა აშშ-ში მაუნთ ეარის სკოლაში და ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი). იამ მოიპოვა დოქტორის ხარისხი კასელის უნივერსიტეტში, სადაც DAAD-ის სტიპენდიის ფარგლებში მუშაობდა სადოქტორო თეზისზე: დოლარიზაციის ჰისტერია ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების კვალდაკვალ.

მათე გაბიცინაშვილი

მათე გაბიცინაშვილი პოლიტიკის მეცნირებათა მაგისტრია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მათე არის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის სფეროს მკვლევარი და გადაცემა – 42-ე პარალელის ანალიტიკური მიმომხილველი საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მისი კვლევითი ინტერესები შეეხება კაპიტალისტურ განვითარებას, ნეოლიბერალურ ტრანსფორმაციასა და კრიზისების თეორიებს.

რეგისტრაცია და სხვა საკითხები:

კურსზე რეგისტრაცია და მასში მონაწილეობა უფასოა. კურსი განხორციელდება დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. 

კურსის ფორმატი მოიცავს თითოეულ შეხვედრაზე ერთ სალექციო საათს და ერთ სასემინარო საათს. ამავდორულად, კურსის განმავლობაში მონაწილეები შეძლებენ ინდივიდუალურ თემებზე მუშაობას და ჯგუფში პრეზენტაციას.

გარდა სალექციო ნაწილისა, კურსის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია კვლევითი (მონაცემთა დამუშავება) და აკადემიური წერის უნარების გაძლიერება, რაც მოიცავს დამატებით სასემინარო სამუშაოებს. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევითი სტიპენდიების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, მენტორების დახმარებით, მოამზადებენ აკადემიურ სტატიებს კურსის თემატიკებთან მიმართებაში.

* კურსზე რეგისტრაცია და მონაწილეთა შერჩევა მოხდება მხოლოდ ონლაინ სააპლიკაციო ფორმაზე დაფუძნებით. 

სააპლიკაციო ფორმა:

რეგისტრაცია

განათლების ბოლო საფეხური:
დაადასტურეთ, რომ გსურთ კურსზე რეგისტრაცია თავისუფალ მსმენელად: *
რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა. დაგიკავშირდებით უახლოეს პერიოდში.
ტექნიკური ხარვეზი

კურსი ხორციელდება Platforma.ge-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობით.