ჩვენ შესახებ

Platforma.ge შეიქმნა 2018 წელს, სხვადასხვა გამოცდილების მქონე აქტივისტების, აკადემიის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების ინიციატივით და წარმოადგენს სივრცეს, რომლის მიზანია თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. პლატფორმის ამოცანაა ალტერნატიული ცოდნის, თვალსაზრისების და ხედვების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ახლებურად გააზრებას.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც პლატფორმის შექმნას დაუდო საფუძველი, ქართულ აკადემიურ სივრცეებში არსებული პრობლემებია. საგანმანათლებლო დაწესებულებებში იდეოლოგიურად ფორმირებული და გამოყენებაზე ორიენტირებული ცოდნის წარმოება, განსაკუთრებით სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ხელს უშლის კრიტიკული აზრის წარმოშობას, რაც, თავის მხრივ, ახდენს არსებული ვითარების ლეგიტიმაციას. ამავდროულად, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, არსებული სოციალური უთანასწორობის ფონზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პლატფორმის მიზანი ერთჯერადი სასწავლო ინიციატივების ნაცვლად, დროში განმეორებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი  სივრცის შექმნაა. ამ დროის განმავლობაში, პლატფორმაზე განთავსებულია ონლაინ კურსები, თარგმანები, სტატიები, სახელმძღვანელოები და წიგნები პოლიტიკური ეკონომიკის, ფემინისტური აზრის, ადამაინის უფლებების და სხვა საკითხების შესახებ. დღეისთვის პლატფორმის სხვადასხვა კურსებზე 2 ათასზე მეტი სტუდენტია რეგისტრირებული. Platforma.ge თანამშრომლობს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან.

2021 წლიდან პლატფორმა ისევ გააგრძელებს მუშაობას პოლიტიკური ეკონომიკის გარშემო სადისკუსიო სივრცეების გაძლიერებაზე და ამავდროულად, ვიმუშავებთ განათლების პოლიტიკის საკითხებზე, რათა ხელი შევუწყოთ უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროში სისტემური ცვლილებების ხელშეწყობას. ამავდროულად, Platforma.ge აგრძელებს გამომცემლობით საქმიანობასაც, 2021 წელს გამოვცემთ კარლ პოლანის კლასიკად ქცეულ ნაშრომს ,,დიდი ტრანსფორმაციები” და ნენსი ფრეიზერის, ტიტი ბატაჩარიას და ცინსია არუზას მანიფესტს ,,ფემინისტი 99%-სთვის”. ამავე წელს გამოიცემა სოციალური სამართლიანობის იდეებისა და რადიკალური პოლიტიკური წარმოსახვის გარშემო XIX-XXI საუკუნეებში მოღვაწე ავტორების ნაშრომები ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” კრებულის ფორმით და ადამიანის უფლებებისა და ნეოლიბერალიზმის შესახებ კრიტიკული შესავლები (თარგმანები).

პლატფორმა ღიაა ნებისმიერი ინიციატივისთვის, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს ღირებულებებთან და ხედვებთან

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ: info@platforma.ge ან platformage@gmail.com

მიმდინარე და განხორციელებული პროექტები:

პროექტის დასახელება: განათლება და სოციალური სამართლიანობა: მონაწილეობითი ადვოკატირების გზით, საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის საკითხის მხარდაჭერა.

პროექტის სტატუსი: მიმდინარე (02.202 – 11.2021)

დონორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო

პროექტის მიზანია განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამართლიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობა. 

პროექტის დასახელება: გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების პოლიტეკონომია

პროექტის სტატუსი: მიმდინარე (02.2021 – 12.2021)

დონორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო

პროექტის მიზნად ისახავს გააძლიეროს სადისკუსიო პლატფორმები პოლიტეკონომიის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების საფუძვლების ძიებას და მისი ისტორიული და პოლიტიკური განზომილებების ანალიზს.;

პროექტის დასახელება: სხვა მიმართულებების ძიებაში

პროექტის სტატუსი: მიმდინარე (05.2020 – 06.2021)

დონორი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო

 

პროექტი მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის იდეებისა და რადიკალური პოლიტიკური წარმოსახვის გარშემო XIX-XXI საუკუნეებში მოღვაწე ავტორების ნაშრომების წარმოდგენას და თარგმნას. პროექტის ფარგლებში მომზადდება თარგმანების კრებული.

პროექტის დასახელება: საჯარო სივრცეები და ქალთა მონაწილეობა

პროექტის სტატუსი: მიმდინარე (09.2020 – 04.2021)

დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში

პროექტის მიზანია, ქალაქ თბილისის სამი სარეკრეაციო სივრცის (ვაკის პარკი, პარკი მზიური, 9 აპრილის პარკი) შესწავლის მაგალითზე, მწვანე სივრცეებში ქალთა საჭიროებებისა გამოვლენა და მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში და განახლებაში ქალთა ჩართულობის ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავება.


პროექტის დასახელება:
კრიტიკული პოლიტეკონიმიური პერსპექტივების მხარდაჭერა აკადემიურ სივრცეებში.

პროექტის სტატუსი: დასრულებული

დონორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო

პროექტი მიზნად ისახავს: კრიტიკული პოლიტეკონომიური პერსპექტივების შემოტანას ქართულ აკადემიურ სივრცეებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კარლ პოლანის კლასიკური ნაშრომის ,,დიდი ტრანსფორმაცია” თარგმნა და გამოცემა.

პროექტის დასახელება: სადისკუსიო პლატფორმა პოლიტეკონომიური საკითხებისთვის

პროექტის სტატუსი: დასრულებული

დონორი: ფრიდრიხ ებერტის ფონდი

პროექტის ფარგლებში მომზადდა აკადემიური კურსი ,,პოლიტიკური ეკონომიკის საფუძვლები და საქართველო გლობალურ სისტემაში”

პროექტის დასახელება: კრიტიკული ფემინისტური აზრის ხელშეწყობა

პროექტის სტატუსი: დასრულებული

დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში

პროექტი მიზნად ისახავს პანდემიის დროს, გლობალურ დონეზე არსებული კრიტიკული ფემინისტური აზრის გაცნობას და საქართველოს კონტესტში, ქალთა საშინაო შრომის, პრეკარიული შრომის და დროის ურთიერთმიმართბის საკითხებზე რეფლექსიას. პროექტის ფარგლებში მომზადდება ანალიტიკური სტატიები, თარგმანები და პოდკასტები.

[fusion_builder_column type=”1_3″ type=”1_3″ spacing=”” center_content=”no” link=”” target=”_self” min_height=”” hide_on_mobile=”small-visibility,medium-visibility,large-visibility” class=”” id=”” hover_type=”none” border_size=”0″ border_color=”” border_style=”solid” border_position=”all” box_shadow=”no” box_shadow_blur=”0″ box_shadow_spread=”0″ box_shadow_color=”” box_shadow_style=”” background_type=”single” gradient_start_position=”0″ gradient_end_position=”100″ gradient_type=”linear” radial_direction=”center center” linear_angle=”180″ background_color=”” background_image=”” background_image_id=”” background_position=”left top” background_repeat=”no-repeat” background_blend_mode=”none” animation_type=”” animation_direction=”left” animation_speed=”0.3″ animation_offset=”” filter_type=”regular” filter_hue=”0″ filter_saturation=”100″ filter_brightness=”100″ filter_contrast=”100″ filter_invert=”0″ filter_sepia=”0″ filter_opacity=”100″ filter_blur=”0″ filter_hue_hover=”0″ filter_saturation_hover=”100″ filter_brightness_hover=”100″ filter_contrast_hover=”100″ filter_invert_hover=%2