სადისკუსიო სივრცე: რას ვუწოდებთ განვითარებას?2021-03-31T23:49:17+00:00

სადისკუსიო სივრცე: რას ვუწოდებთ განვითარებას?

სადისკუსიო სივრცის მიზანია შექმნას სააზროვნო სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე მსჯელობას და ანალიზს.

საქართველომ გამოიარა პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის თითქმის 30-წლიანი პერიოდი. რა მოიტანა ტრანსფორმაციის ამ გზაზე შემუშავებულმა ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა თუ სოციალურმა რეფორმებმა?

სადისკუსიო სივრცის მიზანია შექმნას სააზროვნო სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე მსჯელობას და ანალიზს. სადისკუსიო სივრცე აკადემიურ და პოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენს, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს განვითარების ალტერნატიულ ფორმებზე მსჯელობა, არსებული დღის წესრიგის კრიტიკულად გადააზრება და სოციალური უთანასწორობის პერსპექტივებზე მსჯელობა გლობალური უთანასწორობის ფონზე.

რას ვუწოდებთ განვითარებას? სადისკუსიო სივრცის პირველი ფორმატია, სადაც ლექციები და შეხვედრები უტარდებათ წინასწარ შერჩეულ 30 სტუდენტს, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ლექციებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულების მკვლევრები ამზადებენ.

> სიახლეები