თანამედროვე მსოფლიოში დანაშაულისა და სასჯელის საკითხები პოლიტიკის ცენტრალურ საგნად, ხოლო სისხლის სამართლის ინსტრუმენტები სახელმწიფო მმართველობის წამყვან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა. საქართველოში, ათწლეულებია, სამართალდამცავი სისტემისა და მართლმსაჯულების რეპრესიული ბუნების კრიტიკა საჯარო პოლიტიკის წამყვან თემად რჩება. გარკვეული გაცხადებული თუ ფარული კონსენსუსიც კი არსებობს, რომ მხოლოდ ფორმალური ინსტიტუტების გამართვის, კანონის უზენაესობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების შემდეგ გახდება შესაძლებელი სოციალურ თანასწორობასა და სიღარიბის დაძლევაზე ფიქრი. ამ ფონზე, სასჯელის პოლიტეკონომიური მიზნებისა და დანაშაულის სოციოეკონომიკური კონტექსტის ანალიზი ფაქტობრივად არ წარმოებს და კავშირი, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პოლიტიკასა და, მეორე მხრივ, სოციალურ უთანასწორობას, ჩაგვრასა და სიღარიბეს შორის, საჯარო სივრცეში არ არტიკულირდება. ამ თემაზე არც საკმარისი კვლევები წარმოებს და არც საუნივერსიტეტო კურსები არსებობს.

წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლის ,,დანაშაული და სასჯელი: კრიტიკული პერსპექტივები” ფარგლებში მომზადებულ ვიდეო ლექციებს. ლექციები მომზადდა კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმისა და საქართველოს საზოგადოებრივი მართვის ინსტიტუტის (GIPA) მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

1. დანაშაული და სასჯელი, შესავალი ლექცია

მომხსენებელი: კოტე ერისთავი

2. დანაშაულის სოციალური ასპექტების ანალიზი საქართველოს მაგალითზე

მომხსენებელი: თორნიკე გერლიანი

3. სისხლის სამართლის პოლიტიკის ფორმირება საქართველოში

მომხსენებელი: თამარ გვასალია

4. სასჯელის პოლიტიკური ეკონომია: მარქსისტული ტრადიცია

მომხსენებელი: მათე გაბიცინაშვილი

5. დანაშაული და სასჯელი: კარცერული ფემინიზმი

მომხსენებელი: ლიკა ჯალაღანია