ხელისუფლების დანაწილების კლასიკურ თეორიაში აღმასრულებელი შტო ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. ის სხვა შტოებზე მეტ რესურს აკონტროლებს, მას ექვემდებარება დიდი ადმინისტრაციული აპარატი და უშუალოდ მოქმედების პრივილეგიითაა აღჭურვილი. მიუხედავად იმისა რომ ეს თეზისი მეტ-ნაკლებად ყველა კლასიკური ტიპის მმართველობის ფორმას ერგება, აზრს მოკლებული არ არის ვიმსჯელოთ თითოეულ მათგანში აღმასრულის როლსა და ადგილზე. საქართველოს კონსტიტუციაში ოთხჯერ შევიდა ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებები და თავდაპირველი საპრეზიდენტო მოდელი საპარლამენტოდ გარდაიქმნა. თითოეულ ეტაპზე აღმასრულებელი ხელისუფლების სტატისი სხვადასხვა იყო. ამ ევოლუციაზე დაკვირვება გვანახებს იმას როგორ ოცვლიდა ჭურჭელს ძალაუფლება, როგორ მოგზაურიბდა ის კონსტიტუციური ინსტიტუტიდან კონსტიტუციურ ინსტიტუტში ისე რომ მთავარი პრობლემა ძალაუფლების კონცენტრაცია ვერ გადაიჭრებოდა. ამის გათვალისწინებით ლექციის მიზანია დასახოს პერსპექტივა დემოკრატიული განვითარების გზა რომელიც რადიკალურ კონსენსუალურ დემოკრატიულ იდეებს დაეფუძნება.

მოხსენების ავტორი: ვახუშტი მენაბდე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მოხსენება ჩატარდა კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.