პლატფორმა აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეებისთვის.

პლატფორმა აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს 2021 წლის კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმის მონაწილეებისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს მკვლევრებს, სტუდენტებსა და აქტივისტებს განახორციელონ მათთვის საინტერესო პროექტები, რომელიც მოემსახურება არსებული რეალობის კრიტიკულ გააზრებას. პროგრამის ამოცანაა მხარი დაუჭიროს მონაწილეთა მიერ განვითარების პოლიტიკების და დღის წესრიგის იმგვარ გააზრებას, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის აქტუალიზებას და სოციალური სამართლიანობის უფრო ფართო იდეასთან მის ჩვენებას.

საგრანტო თემატიკა ერთიანდება პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის და ძალაუფლების თემების ირგვლივ, თუმცა კონკრეტული მიმართულებებით შეზღუდვები არ არის. პროექტის აქტივობებია (შეზღუდული არ არის): კვლევა, საჯარო დისკუსიები, ფოტო/ვიდეო დოკუმენტალისტიკა, მულტიმედია პროდუქტების მომზადება და სხვ.

მონაწილეობის წინაპირობა:

საგრანტო კონკურსში მონაწილეებად დაიშვებიან ის პირები, რომლებიც გადიან კრიტიკული პოლიტიკის სკოლას (2021). პროექტების შემოტანა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, კოლექტიურად.

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 7 თვე, პროექტის განხორციელება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 15 სექტემბრისა;

პლატფორმა დააფინანსებს მაქს. 3 საგრანტო განაცხადს დააფინანსებს და უზრუნველყოფს საგრანტო პროექტის მიმდინარეობისას მის ტექნიკურ/შინაარსობრივ მხარდაჭერას. ამასთან, პლატფორმა იტოვებს უფლებას დააფინანსოს ნებისმიერი წარმოდგენილი პროექტი (მაქსიმუმ 3) ან არ დააფინანსოს არც ერთი.

ვადები:

ა) განაცხადის წარდგენა – 2021 წლის 22 ნოემბრიდან 2021 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით;

ბ) წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა – 2022 წლის 16 იანვრიდან – 28 იანვრის ჩათვლით;

გ) ძირითად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან გასაუბრება (პროექტის შინაარსობრივი/ტექნიკური მხარეების დაზუსტება) – 2022 წლის 5-7 თებერვალი.

დ) საბოლოოდ შერჩეული პროექტების დამტკიცება და ხელშეკრულების გაფორმება – 15 თებერვალი.

პროექტის დაწყების შესაძლო თარიღი: 15 თებერვალი, 2022

პროექტის დასრულების მაქსიმალური თარიღი: 15 სექტემბერი, 2022

ბიუჯეტი: თითოეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 4000.00 ლარს;

პროექტის ბიუჯეტს მიღმა, შესაძლებელია პლატფორმის შემდეგი რესურსების გამოყენება (შესაძლებლობის ფარგლებში):

  • პლატფორმის ვებგვერდი;
  • პლატფორმის სამუშაო & შეხვედრების სივრცე;

შევსებული განაცხადი (იხ. სააპლიკაციო ფორმა) უნდა გადმოაგზავნოთ 26 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე: platformage@gmail.com. განაცხადის დასახელებაში მიუთითეთ ,,მცირე საგრანტო კონკურსი”.