დასრულდა გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომიის კურსი, რომელიც წინასწარ შერჩეულ 50-ზე მეტ მონაწილეს უტარდებოდა.

🟣 კურსის მიზანს გლობალური პოლიტიკის პრობლემების წარმოჩენა, მათი ისტორიული და თეორიული საფუძვლების გაანალიზება წარმოადგენდა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე საქართველოს კონტექსტშიც. კურსის თემები სამი მთავარი თემატიკის ირგვლივ ერთიანდება – კაპიტალი, შრომა და სახელმწიფო.

🟣 პლატფორმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, აგრძელებს კურსის მონაწილეებთან მუშაობას ანალიტიკური და კვლევითი სტატიების მომზადების მიმართულებით, რომელსაც ეტაპობრივად გაგაცნობთ ჩვენი სოციალური ქსელების მეშვეობით.

🟣 კურსის ავტორები:

ია ერაძე – პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, კასელის უნივერსიტეტი.

მათე გაბიცინაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი.

🟣 კურსის ფარგლებში ჩატარებული ლექციების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე: https://platforma.ge/?page_id=5383

🟣 კურსი განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.