პლატფორმის ახალი მიმართულება – სოციალური კვლევების პლატფორმა გთავაზობთ კურსს ,,სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფია: სოციალური ახსნის მოდელები”.

კურსის მიზანია, მონაწილეებს გააცნოს სოციალურ მეცნიერებათა ფილოსოფიის ცენტრალური ცნებები და მიმართულებები, სოციალურ მეცნიერებებთან დაკავშირებული ონტოლოგიური, ეპისტემოლოგიური და მეთოდოლოგიური საკითხები, მეცნიერული ახსნის ალტერნატული მოდელები და მათი გამოყენება სოციალურ მეცნიერებებში, ფილოსოფიური დებატები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ახსნა თუ გაგება, მიზეზშედეგობრიობა თუ ინტენციონალობა, სტრუქტურა თუ სუბიექტი, ინდივიდუალიზმი თუ ჰოლიზმი, ობიექტურობა თუ ღირებულებები, ნატურალიზმი და სხვა.

კურსის ავტორი: თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

თარიღები: 14 დეკემბერი – 1 მარტი

ლექციის დრო: სამშაბათი, 21.00 – 23.00სთ (Zoom-ის გამოყენებით)

სალექციო ფორმატი: ლექცია – 1 საათი; სემინარი – 1 საათი

კურსზე რეგისტრაციისთვის საჭიროა მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის ფლობა.

კურსის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 15

 

დეტალური ინფორმაცია კურსზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით იხილეთ Socialresearch.ge-ზე.