პროგრესული იდეების სკოლა 2021

2021 წლის 5-7 ნოემბერს, ბაკურიანში გაიმართა პროგრესული იდეების სკოლის შეხვედრები. სკოლა მომზადდა საქართველოს პროგრესული ფორუმისა და პლატფორმის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ სკოლის პროგრამა:

დღე 1 | იდეები და პოლიტიკა

პოლიტიკური იდეები პოლიტიკური სისტემების ბუნების ფორმირებასაც უწყობს ხელს. მსოფლიოში არსებული სამთავრობო სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და ყოველთვის კონკრეტულ ღირებულებებს ან პრინციპებს უკავშირდება. პოლიტიკური იდეები და იდოელოგიები ერთგვარი სოციალური შეჭიდულობის როლს შეიძლება ასრულებდეს, გამომდინარე იქედან, რომ ისინი სოციალურ ჯგუფებს და, რა თქმა უნდა, მთელ საზოგადოებებს, გამაერთიანებელი მრწმამსითა და ღირებულებებით უზრუნველყოფს. პოლიტიკური იდელოგიები, საზოგადოდ, კონკრეტულ სოციალურ კლასებთან ასოცირდება, მაგალითად, ლიბერალიზმი – საშუალო ფენასთან, კონსერვატიზმი – მიწათმფლობელ დიდგვაროვნებთან, სოციალიზმი – მუშათა კლასთან და ა.შ. ეს იდეები სოციალური კლასის ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, ინტერესებს და მისწრაფებებს ასახავს და, ამდენად, ხელს უწყობს მიკუთვნელობისა და სოლიდარობის გრძნობის გამომუშავებას. თუმცა, იდეებსა და იდეოლოგიებს ასევე შეუძლიათ,ს ხვადასხვა პოზიციაზე მდგომი ჯგუფები და კლასები შეაკავშირონ საზოგადოების შიგნით.

პოლიტიკური იდეოლოგიების საკითხებზე ლექცია წაიკითხა სალომე დუნდუამ, რომელიც არის ასოცირებული პროფესორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

დღე 2 | უთანასწორობა, სოციალური უფლებები და სოციალ დემოკრატია

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველო გახდა სივრცე/ადგილი არაერთი პოლიტიკური ექსპერიმენტისთვის. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედით, საქართველო, ყოფილ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის, ცნობილია ეკონომიკური დოვლათის უთანასწორო გადანაწილებით. მიუხედავად რიგი საკანონმდებლო ცვლილებებისა, სიღარიბე, უთანასწორობა და საზოგადოების კეთილდღეობა ქვეყნის წინაშე კვლავ მთავარ გამოწვევებად რჩება.

როგორია სოციალური სამართლიანობის იდეის საზღვრები (კონცეპტუალური, გეოგრაფიული, დროითი) და მათი შედეგები საქართველოს კონტექსტისთვის? შესალებელია თუ არა სოციალური სამართლიანობის იდეის განსაზღვრა ჩაგვრის მხოლოდ რომელიმე ერთი (ეკონომიკური, გენდერული და სხვა.) განზომილების გათვალისწინებით ან რომელიმე მათგანის უგულებელყოფით? ან მხოლოდ ერთი ერი-სახელმწიფოს საზღვრებში? უნდა გაითვალისწინონ თუ არა მომავალი თაობები და როგორ? რა კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს საქართველოს კონტექსტში ეს კითხვები

ლექცია #1: ირაკლი ირემაძე – სოციალ-დემოკრატიის ისტორია და გამოცდილება გლობალურად და საქართველოში

ლექცია #2: ია ერაძე – უთანასწორობის გლობალური, ისტორიული და თანამედროვე კონტექსტები.

ლექცია #3: ლიკა ჯალაღანია, ლელა გვიშიანი – სოციალური უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში

ლექცია #4: მათე გაბიცინაშვილი – კეთილდღეობის სახელმწიფოს მოდელები

დღე 3 | დისკუსია ნაციონალიზმი და პოპულიზმი: კეთილდღეობის პერსპექტივა

მომხსენებლები:

ია ერაძე, კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი

დათო ლაღიძე, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტი

ლია ჯალაღანია, ადამიანის უფლებების მკვლევარი და გენდერის სპეციალისტი

პოპულიზმს და ნაციონალიზმს ხშირად სინონიმებად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ტერმინს ბევრი საერთო გააჩნია, ისინი საკმაოდ განსხვავებულია. პოპულიზმი ხშირად, როგორც ტაქტიკას ისე უყურებენ, ხოლო ნაციონალიზმს უფრო მეტად იდეოლოგიის შინაარსი გააჩნია. დღეს ღიად საუბრობენ პოპულიზმის და ნაციონალიზმის აღზევებაზე მთელს მსოფლიოში და მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში. მიუხედავად ამ ტერმინების უნივერსალური გამოყენებისა, ხშირად გხვდება პოპულიზმის და ნაციონალიზმის განსხვავებული ფორმები, როდესაც ისინი ადგილობრივ პოლიტიკურ სისტემებს ერწყმიან. წინამდებარე მოხსენება კონცერტრირდება ამ ორი კონცეპტის გავრცელებაზე პოსტ-კომუნისტურ სივრცეში. მოხსენებაში ვისაუბრებ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ტრანსოფრმაციაზე, რამაც მისცა ბიძგი პოპულიზმის და ნაციონალიზმის ახალ ტალღას პოსტ-კომუნისტურ სივრცეში.