🔻კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მეორე შეხვედრა ისტორიული კაპიტალიზმის და გლობალური ჰეგემონიის საკითხებს შეეხებოდა. ლექცია მოამზადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის დოქტორანტმა, დათო ლაღიძემ.

🔻შეხვედრაზე განვიხილეთ ისტორიული კაპიტალიზმის და გლობალური ჰეგემონიის ასპექტები, ასევე, საუბარი იყო ისტორიულ კოლონიალიზმის განზომილებაზე. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ფრედერიკ კუპერის წიგნი ,,კოლონიალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ”.

🔻 კრიტიკული პოლიტიკის სკოლა აერთიანებს სხვადასხვა გამოცდილების მქონე 35 მონაწილეს. სკოლის მიზანია დემოკრატიული თანამონაწილეობისა და სოციალური სამართლიანობის იდეების გავრცელება, არსებული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სტრუქტურების კრიტიკულად გადააზრება კოლექტიური მსჯელობისა და ცოდნის გაზიარების გზით.

🔻 კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.