🟣 პლატფორმა და ქალთა ფონდი საქართველოში გიწვევთ კვლევის ,,ქალები და პარკები: ქალთა საჭიროებები და ჩართულობა ქ. თბილისის სამი პარკის შესწავლის მაგალითზე” პრეზენტაციაზე.

🟣 საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ქალაქურ სივრცეში საკუთარი უფლებების დასაცავად აქტიურად იბრძვიან, ამ კონტექსტში ბრძოლა ურბანული სივრცეებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ქალაქური სივრცეებისადმი ხელმისაწვდომობისა და სარგებლიანობის ინდივიდუალური მიდგომა, არღვევს ქალაქზე კოლექტიურ უფლებას. შედეგად, არსებობენ სხვადასხვა ჯგუფები,რომლებიც ჩამოცილებულები არიან ქალაქური სივრცის დაგეგმარების პროცესს.

🟣 საზოგადოებისა და სივრცის ურთიერთობა და მათ დამოკიდებულება – კიდევ უფრო, ვიწროვდება ფემინისტური გეოგრაფიის თეორიებში, სადაც ნათლად იკვეთევა ის სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური და გარემო პირობები,რომლებიც ცვლიან ქალების ცხოვრებას. კავშირი მწვანე სივრცეებისთვისა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას შორის საქალაქო სივრცეში კიდევ უფრო ნათლად ჩანს. ვინაიდან, ქალებისა და კაცების ყოველდღიურობა ქალაქურ სივრცეში მკვეთრად განსხვავებულია, ამ მიზეზით ასევე განსხვავებულია ამგვარი სივრცეებით სარგებლიანობისა და ხელმისაწვდომობის საკითხიც.

🟣 წინამდებარე კვლევის მიზანი იყო ქალაქ თბილისის სამი სარეკრეაციო სივრცის (ვაკის პარკი, პარკი მზიური, 9 აპრილის პარკი) შესწავლის მაგალითზე, მწვანე სივრცეებში ქალთა საჭიროებების გამოვლენა და მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში და განახლებაში ქალთა ჩართულობის ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავება.

🟣 კვლევის ავტორები:

ნათია კეკენაძე – ურბანისტიკის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, მკვლევარი.

თათა ვერულაშვილი, ურბანული სივრცის მკვლევარი.

🟣 კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 5 ნოემბერს, 20.00სთ-ზე, პლატფორმის Facebook გვერდის ლაივის მეშვეობით. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა გაქვთ შემოგვიერთდეთ Zoom-ში. რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/JnF2TSnPq84MPvF49

🟣 კვლევა მომზადდა ქალთა ფონდი საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით.

Share This Story, Choose Your Platform!