ინტერვიუ პროფ. ჟან-მიშელ სერვესთან

გაეცანით ეველინა ბაუმანის ინტერვიუს პროფესორ ჟან-მისელ სერვესთან, თემაზე: კარლ პოლანი – ისტორია და თანამედროვეობა.

ინტერვიუ ფრანგული ენიდან თარგმნა გიორგი კობახიძემ.

შეიძლება კარლ პოლანის გავლენა არ იყოს პარტიებში და პროფკავშირებში, მაგრამ ის არსებობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, ისეთ თემებზე რომლებიც შეიძლება აუცილებლად ეკონომიკური არ იყოს, მაგრამ ეკონომიკა საძირკველს წარმოადგენს. მაგალითად მოვიყვანდი მოძრაობებს რასიზმის წინააღმდეგ, ქალთა უფლებებისთვის, სექსუალური უმცირესობების და კულტურული თუ ეთნიკური უმცირესობების აღიარებისთვის, ფაშიზმის და სხვადასხვა უფლების დათრგუნვის წინააღმდეგ, საყოველთაო ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გარემოს დაცვისთვის. ამ უკანასკნელზე დიდად ყურადღება არ გამიმახვილებია თუმცა მის თანამედროვეობაში ეს მნიშვნელოვანი ელემენტია. ასეთი მოძრაობები კითხულობდნენ პოლანის და მისგან გარკვეულ ფრაგმენტებს ითავისებდნენ. მაგალითად ფიქტიური საქონლის ცნება, რომელიც შესაძლოა კონფერენციის განმავლობაში გახდეს დისკუსიის საგანი. დღევანდელი მოდერნულობა ეფუძნება ადამიანთა იდენტობის სიმრავლეს და ჩემი აზრით იდენტობების ამ აფეთქების ელემენტი შეესაბამება კარლ პოლანის სამეცნიერო შრომას რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ ამ განზომილებების სიმრავლეზე. ასევე, ის აზრები რომლებიც პოლანის სიკვდილის შემდეგ გაჩნდა, მაგალითად საერთო სიკეთის შესახებ ელინორ ოსტრომთან – პოლანი სამოცდაოთხ წელს გარდაიცვალა და ეს ნააზრევი მისი სიკვდილის შემდეგ ვითარდება – იკვეთება პოლანის იდეებთან. სწორედ აქ ვხედავთ კონტრმოძრაობებს რომლებსაც შეხება აქვთ პოლანის ნააზრევთან, როგორც მოძრაობას საერთო სიკეთის დაცვისთვის, რომლის თეორიული ბაზისიც ახლოს არის პოლანისთან.

ინტერვიუ მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.