კონფერენცია: კარლ პოლანი – ისტორია და თანამედროვეობა

2021 წლის 16 სექტემბერს, პლატფორმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა წიგნის პრეზენტაცია და კონფერენცია, თემაზე : კარლ პოლანი – ისტორია და თანამედროვეობა.

კონფერენცია მიეძღვნა კარლ პოლანის ნაშრომის ,,დიდი ტრანსფორმაცია” ქართული თარგმანის პრეზენტაციას, რომელიც გამოსცა პლატფორმამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

კონფერენცია ჩატარდა დისტანციურად. კონფერენცია გახსნა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორმა, ფელიქს ჰეტმა, რომელმაც წიგნის გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქართული პოლიტიკური და აკადემიური კონტექსტისთვის. წიგნის რედაქტორმა და თანამთარგმნელმა, ნინო ხელაიამ ისაუბრა ქართული თარგმანის გამოცემის პროცესსა და მნიშვნელობაზე. თსუ-ის პროფესორმა, მარინა მუსხელიშვილმა პოლანის ,,დიდი ტრანსფორმაცია” პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაციის კონტექსტში მიმოიხილა. პრეზენტაციისთვის ასევე მომზადდა ეველინა ბაუმანის ინტერვიუ პროფესორ ჟან მიშელ სერვესთან, რომელმაც კარლ პოლანის იდეები ისტორიულ ეპოქასა და თანამედროვეობაში მიმოიხილა. დეტალური დღის წესრიგი შეგიძლაით იხილოთ მიმაგრებულ ფაილში.

დღის_წესრიგი.pdf

იხილეთ დისკუსიის ჩანაწერი:

ღონისძიება ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით.