განათლების პოლიტიკა საქართველოში – ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან

პლატფორმა იწყებს ინტერვიუების სერიას საქართველოში განათლების პოლიტიკის საკითხებზე.

გთავაზობთ პირველ ინტერვიუს მაია მიმინოშვილთან, რომლის ხელმძღვანელობით შეიქმნა და დაინერგა ახალი საგამოცდო მოდელები – ერთიანი ეროვნული გამოცდები, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, საატესტატო გამოცდები. მისივე ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად ჩატარდა საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები, ნაციონალური კონფერენციები საგანმანათლებლო კვლევების შედეგებსა და მიგნებებზე.

ინტერვიუს პროცესში, ვესაუბრეთ შემდეგ საკითხებზე:

– პანდემია და განათლების სისტემა
– განათლების სისტემის სტრუქტურა, ისტორია და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (NAEC)
– სკოლა, საზოგადოება, სახელმწიფო
– განათლების პოლიტიკა: თეორია და პრაქტიკა

ინტერვიუ მომზადდა პროექტის ,,განათლება და სოციალური სამართლიანობა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით.