2021 წლის 22 ივლისს, პლატფორმაზე გაიმართა დისკუსია ,,სოციალურ მეცნიერებათა კვლევები საქართველოში”.

დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, აკადემიურ სივრცეში კვლევითი პროცესის პრობლემების გამოკვეთა და მასზე რეფლექსია, ხოლო, მეორე მხრივ, სოციალური კვლევების უფრო ფართოდ დანახვა და მისი მნიშვნელობისა და სამომავლო პერსპექტივების გამოკვეთა.

დისკუსიაში მონაწილებდნენ:
დავით სიჭინავა – CRRC საქართველო;
ქეთი ლეჟავა – დამოუკიდებელი მკვლევარი;
თამარ ცხადაძე – ფილოსოფოსი, ასოცირებული პროფესორი;
იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოდერატორი: ნინო ლეჟავა, გამომცემლობა ,,მელანი”.

დისკუსია გაიმართა პროექტის ,,განათლება და სოციალური სამართლიანობა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.