დღესდღეობით უმაღლესი განათლება სოციალური მობილობის ინსტრუმენტის როლის შესრულების ნაცვლად, უთანასწორობას აძლიერებს.

ავტორი: სიმონ მარგინსონი

თარგმნა მარიამ პაიჭაძემ.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველა ქვეყანაში შეინიშნება უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა, მათ შორის, დაბალი შემოსავლის წყაროს მქონე ოჯახებიდან გამოსული სტუდენტების რიცხვის სწრაფი ზრდა. მაგრამ შეიქმნა ამის წყალობით უფრო თანასწორი საზოგადოებები?

ავიღოთ აშშ-ს მაგალითი, რომელიც დღემდე წარმოადგენს მრავალმხრივ მოდელსა და ქმნის ტენდენციებს დასავლური სამყაროსთვის , საზოგადოების, ეკონომიკისა და უმაღლესი განათლების განხრით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის უკიდურეს ფორმებს მიაღწია, მცირდება სოციალური მობილობა და უმაღლეს განათლებას არ შესწევს ამის კომპენსაციის ძალა – მეტიც, სინამდვილეში, უმაღლესი განათლება თავად გახდა უფრო დანაწევრებული. საუკეთესო კერძო უნივერსიტეტებზე წვდომას ფლობს მაღალი საშუალო კლასი, სამუშაო ძალის წილის ზრდა შეჩერებულია და დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებში უნივერსიტეტის დასრულების სტატისტიკა იმედისმომცემად ნამდვილად არ გამოიყურება. უთანასწორობა იზრდება ასევე კანადაშიც, თუმცა სოციალური მობილობის მაჩვენებელი, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან და პერიფერიებიდან წარმატების მიღწევის შესაძლებლობები კანადაში ბევრად მაღალია, ვიდრე სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში.

ეს სტატია ერთად აქცევს იმას, რაც ვიცით ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობების შესახებ, იმასთან ერთად, რაც უმაღლესი განათლების გზით სოციალური წესრიგის შესახებ ვიცით. თომას პიკეტი თავის წიგნში „კაპიტალი 21-ე საუკუნეში“ ისტორიული მიდგომით უთანასწორობისადმი გვიჩვენებს იმ მნიშვნელოვან მაგალითებს, რომლებიც ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში წამოიშვა.

ეკონომიკური უთანასწორობა

პიკეტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შემოსავლებში არსებული უთანასწორობა დაკავშირებულია სახელფასო სხვაობებთან, თუმცა ამასთანავე, კაპიტალიდან მიღებულ შემოსავალთან, როგორიცაა ქონება. ადამიანთა უმრავლესობა თავიანთ შემოსავალს სამსახურის ანაზღაურებიდან იღებს და მხოლოდ ზედა 0.1%-ს აქვს შემოსავალის უდიდესი ნაწილი კაპიტალიდან (სიმდიდრიდან), როგორიცაა სახელმწიფო ობლიგაციები, აქციები, ინვესტიციები და ქონება. სიმდიდრე ბევრად უფრო კონცენტრირებული სახით გვევლინება, ვიდრე შრომიდან მიღებული შემოსავალი. შრომიდან მიღებული შემოსავლის მქონეთა ზედა 10%, ჩვეულებრივ, მთელი შრომითი შემოსავლის 20-დან 35%-მდე იღებს, გააჩნია ქვეყანას. კაპიტალიდან მიღებული შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირთა ზედა 10%, ჩვეულებრივ, უზრუნველყოფილია კაპიტალიდან არსებული ყველა შემოსავლის 50-დან 90%-ით, ისევ და ისევ ქვეყნიდან გამომდინარე.

მოსახლეობის ზედა 10%-ის, 1%-ისა თუ 0.1%-ის ხელში სიმდიდრისა და შემოსავლის კონცენტრაციის შემთხვევები სულ უფრო ხშირად გხვდება ქვეყნების უმრავლესობაში. ჩვენ ვხედავთ შემოსავლის კონცენტრაციის უკიდურეს შედეგებსაც. რაც უფრო მაღლა ავდივართ შემოსავლის შკალაზე, მით უფრო ფართოვდება კერძო პირების სიმდიდრეც – ზედა 0.01%-ში შემოსავლის პროპორციული ზრდა უფრო ხშირია, ვიდრე ნებისმიერ უფრო დიდ ჯგუფში. კონცენტრაციის ზრდა განსაკუთრებით მკვეთრია აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ულტრა-მდიდარი ადამიანები დანარჩენი სამყაროსგან განცალკევებით დგანან. ისინი გადასახადებს დაბალი ტარიფებით იხდიან, მალავენ სიმდიდრეს ოფშორებში და მათი შემოსავლები მუდამ მზარდია, მაშინაც კი, როდესაც სხვა ადამიანთა შემოსავლები კლებას ან სტაგნაციას განიცდიან. მათ არ ექმნებათ სირთულეები საჯარო სერვისების შეზღუდული დაფინანსებით დაბალი საგადასახადო პოლიტიკის მქონე ქვეყნებში, ვინაიდან შეუძლიათ საკუთარი მაღალხარისხიანი კერძო სერვისები შეიძინონ.

პიკეტის მონაცემებით, სიმდიდრისა და უთანასწორობის ეკონომიკურ ისტორიაში ჩვენ დრამატულ რეგრესს ვხედავთ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში გვაბრუნებს.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

უმაღლესი_განათლება_და_მზარდი_უთანასწორობა_303

თარგმანი მომზადდა პროექტის ,,განათლება და სოციალური სამართლიანობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პლატფორმის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

Share This Story, Choose Your Platform!