სისასტიკე და კომპლექსურობა გლობალურ ეკონომიკაში

 

შესავალი

ველური დაყოფა

გლობალურ პოლიტეკონომიაში, ჩვენ ვეჯახებით მნიშვნელოვან პრობლემას: ახალი ლოგიკის მქონე განდევნის წარმოქმნას. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ვნახეთ ადამიანების, კომპანიების, და ტერიტორიების რაოდენობის სწრაფი ზრდა, რომლებიც გაიდევნა ჩვენი დროის ძირითადი სოციალური და ეკონომიკური წესრიგიდან. რადიკალური განდევნა რიგ შემთხვევებში გამოიწვია ელემენტარულმა გადაწყვეტილებებმა, რიგ შემთხვევებში კი ჩვენმა ყველაზე უფრო მოწინავე ეკონომიკურმა და ტექნიკურმა მიღწევებმა.

განდევნების ცნებას გავყავართ ჩვენთვის უფრო ნაცნობი, მზარდი უთანასწორობის, როგორც თანამედროვე კაპიტალიზმის პათოლოგიის დაფიქსირების იდეის, საზღვრებს გარეთ. მეტიც, მას მივყავართ ფაქტამდე, რომ ცოდნა და ინტელექტი, რომლითაც ასე ხშირად ვართ აღფრთოვანებული, ხშირად არიან იმ ტრანზაქციათა ჯაჭვის სათავეში, რომლებიც მარტივი განდევნებით მთავრდება.

მე ყურადღებას ვამახვილებ, განდევნების რთულ ფორმებზე, რადგან მათ შეუძლიათ შეასრულონ ფანჯრის ფუნქცია ჩვენი ეპოქის ძირითად დინამიკაში. მეტიც, მე ვირჩევ ექსტრემალურ შემთხვევებს, რადგან ისინი მკაფიოდ ხილულს ხდიან იმას რაც სხვა შემთხვევაში შეიძლება არც თუ ისე მკაფიოდ აღგვექვა. ერთ-ერთი ცნობილი მაგალითი დასავლეთისთვის, რომელიც რთულიც არის და ექსტრემალურიც, არის დაბალ შემოსავლიანების და უმუშევრების განდევნა როგორც მთავრობის სოციალური უზრუნველყოფის და ჯანდაცვის პროგრამებიდან, ასევე კორპორატიული დაზღვევის და უმუშევრების მხარდამჭერი პროგრამებიდან. მოლაპარაკებების და ახალი კანონმდებლობის უკან, რომლებიც ამ განდევნის გამოსასწორებლად არის საჭირო, არის ფაქტი, რომ გაყოფა რომელიც არსებობს ამ სახის დახმარებების მქონეთა და მათ შორის ვისაც უარი ეთქვა ამ დახმარებაზე, გამწვავდა და შესაძლოა შეუქცევადიც გახდა დღევანდელ პირობებში. მეორე მაგალითია მოპოვების მოწინავე ტექნოლოგიები, განსაკუთრებით ჰიდრავლიკური გახლეჩა, რომელსაც შეუძლია ბუნებრივი გარემო მკვდარ მიწად და მკვდარ წყლად აქციოს, ბიოსფეროდან განდევნოს თავად სიცოცხლის ნაწილები. განდევნების იმ ერთობლიობას, რომელზეც ვსაუბრობ ამ წიგნში, მეტი გავლენა შეუძლია მოახდინოს ჩვენი მსოფლიოს ფორმირებაზე, ვიდრე ჩინეთის, ინდოეთის და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას. სინამდვილეში, და ეს არის გასაღები ჩემი არგუმენტებისთვის, ასეთ განდევნებს შეუძლიათ თანაარსებობა ეკონომიკურ ზრდასთან, რომელსაც სტანდარტული საზომებით ვზომავთ.

ეს განდევნები შექმნილია. მისი შექმნის ინსტრუმენტები იცვლება მარტივი პოლიტიკიდან, რთულ ინსტიტუციებამდე, სისტემებამდე და ტექნიკებამდე, რომლებიც სპეციალურ ცოდნას და რთულ ორგანიზაციულ ფორმატს მოითხოვს. ერთ-ერთი მაგალითია ფინანსური ინსტრუმენტების მკვეთრი გართულება, რომელიც ბრწყინვალე შემოქმედი კლასის და მოწინავე მათემატიკის პროდუქტია. როცა ის გამოყენებულ იქნა კონკრეტული სუბსტანდარტული იპოთეკური კრედიტის განსავითარებლად, ამ კომპლექსურობამ გამოიწვია მილიონობით ადამიანის გამოდევნა საკუთარი სახლებიდან აშშ-ში, უნგრეთში, ლატვიასა და სხვა ქვეყნებში. შემდეგი მაგალითია იურიდიული და აღრიცხვიანობის სისტემების თვისებების კომპლექსურობა, რომლებიც საშუალებას აძლევენ ერთი ქვეყნის სუვერენულ მთავრობას შეიძინოს მეორე სუვერენული სახელმწიფოს ვრცელი მიწები, როგორც გაგრძელება საკუთარი ტერიტორიებისა, მაგალითად მისი საშუალო კლასის¬თვის საკვების მოსაყვანად, მიუხედავად იმისა რომ ეს გამოიწვევს ადგილობრივი სოფლებისა და აგრარული ეკონომიკების განდევნას ამ მიწებიდან. კიდევ ერთი მაგალითია, ბრწყინვალე ინჟინერია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვიპოვოთ პლანეტის სიღრმეებიდან, იმ დროს როცა ეს აზიანებს დედამიწის ზედაპირს. ჩვენი წამყვანი პოლიტეკონომიები ქმნიან მსოფლიოს, სადაც კომპლექსურობა ძალიან ხშირად ელემენტარულ სისასტიკეს იწვევს.

განდევნების არხები ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდება. მათ შორის არის ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რამაც ხელი შეუწყო საბერძნეთისა და ესპანეთის ეკონომიკების შემცირებას, ასევე ეკოლოგიური პოლიტიკა, რომელიც უგულვებელყოფს ტოქსიკურ ემისიას რომელსაც რუსეთში, ნორილსკის და აშშ-ში მონტანას შტატში არანორმალური მოპოვების ოპერაციები იწვევს, და ასევე მსგავსი შემთხვევების უსასრულო რიგი. ამ წიგნში, თითოეული შემთხვევის სპეციფიკა მნიშვნელოვანია. მაგალითად, თუ ჩვენ გარემოს განადგურება მეტად გვაწუხებს ვიდრე სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკა, ის ფაქტი რომ მოპოვების ოპერაცია ორივე საბადოზე მძიმედ აბინძურებს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ ერთი მათგანი რუსეთშია და მეორე აშშ-ში.

პროცესებს და პირობებს, რომლებიც მე შევიყვანე განდევნების მცნებაში, საერთო ერთი ასპექტი აქვთ: ისინი ძალზე მწვავეა. იმ დროს, როცა მსოფლიოში არსებული დამამცირებელი სიღარიბე ექსტრემალური მაგალითია, მე სიღარიბის ისეთი განსხვავებული კონდიციებს შევიყვანე, როგორიც საშუალო კლასის გაღარიბებაა მდიდარ ქვეყნებში, მილიონობით მცირე ფერმერის განდევნაა უცხოელი ინვესტორების და მთავრობების მიერ შეძენილი 220 მილიონი ჰექტარი მიწიდან 2006 წლიდან მოყოლებული ღარიბ ქვეყნებში, და დამანგრეველი მოპოვების პრაქტიკა ისეთ განსხვავებულ ქვეყნებში როგორიცაა აშშ და რუსეთი. ასევე არიან ურიცხვი იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც განთავსებულნი არიან ლტოლვილთა ფორმალურ და არაფორმალურ ბანაკებში, და მცირერიცხოვანი ჯგუფები, რომლებიც ციხეებში არიან და მუშაობის უნარის მქონე უმუშევარი მამაკაცები და ქალები, რომლებიც გეტოებსა და ღარიბ უბნებში (ბარაკებში) ცხოვრობენ. განდევნის ზოგიერთი სახე, დიდი ხანია რაც არსებობს, მაგრამ არა ამ რაოდენობით რაც დღესაა. განდევნის ზოგიერთი სახეობა კი ახალია, მაგალითად 9 მილიონი ოჯახი აშშ-ში, რომელთაც სახლები ჩამოართვეს უძრავი ქონების მოკლე და სასტიკი კრიზისის შემდეგ, რომელიც ათწლეული გრძელდებოდა. მოკლედ, ამ განდევნების ხასიათი, შინაარსი და ადგილი ძლიერ განსხვავებულია სოციალური ფენის, ფიზიკური მდგომარეობის და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით.

კაპიტალის გლობალიზაციამ და ტექნიკური შესაძლებლობების მკვეთრმა ზრდამ წარმოშვა ძირითადი მასშტაბური შედეგები. ის რაც იყო უმნიშვნელო ცვლილება და დანაკარგი 1980-იან წლებში, როგორიც არის დეინდუსტრიალიზაცია დასავლეთსა და აფრიკის სახელმწიფოებში, გახდა დამანგრეველი 1990-იანებში (დეტროიტი და სომალი). თუ ამ ზრდას გავიაზრებთ, იმავე მასშტაბის მოვლენად როგორიცაა უთანასწორობა, სიღატაკე და ტექნიკური შესაძლებლობები, ეს ნიშნავს რომ ავცდებით უფრო დიდ ტენდენციას. მსგავსია გარემოსთან დაკავშირებითაც. ჩვენ ვიყენებდით ბიოსფეროს და წარმოვქმნიდით ლოკალურ დაზიანებებს საუკუნეების განმავლობაში, მაგრამ მხოლოდ ბოლო 30 წელიწადში გახდა დაზიანების ზრდა პლანეტარული მოვლენა, რომელიც ბუმერანგივით დაგვიბრუნდა, რომელიც ხშირად ისეთ ადგილებს ურტყამს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო საწყის დაზიანებებთან, როგორიცა ეს არქტიკის მუდმივი ყინულების შემთხვევაში ხდება. იგივეა სხვა სფეროებთან დაკავშირებითაც, სადაც თითოეულ სფეროს საკუთარი სპეციფიკა გააჩნია.

მრავალფეროვანი განდევნები, რომელიც წარმოდგენილია ამ წიგნში, ქმნის ველურ ერთობლიობას. ჩვენ გვაქვს ტენდენცია ვწეროთ თანამედროვე მსოფლიოს კომპლექსურ ორგანიზაციულ შესაძლებლობებზე, როგორც მწარმოებელ საზოგადოებაზე, რომელსაც აქვს უნარი მეტი კომპლექსურობისკენ, და აღვიქვამთ ამას როგორც დადებით მოვლენას. მაგრამ ხშირად ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის, ან მოკლე ვადიან მონაკვეთშია სწორი. თუ გავშლით სიტუაციების კუთხეს და დროებით ჩარჩოებს, ეს გამოაჩენს მახვილ კუთხეებს, რაც რეალურად შეიძლება იმალებოდეს ამის უკან. ეს წარმოშობს კითხვას: არის დღევანდელი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიდრეკილი სასტიკი სიმარტივისკენ, რომლის შესახებაც გვაფრთხილებდა ჯეიკობ ბურკჰარტი (Jacob Burckhardt) მე-19 საუკუნეში? ჩემი დაკვირვებებიდან გამომდინარე, კომპლექსურობა აუცილებლად არ იწვევს სისასტიკეს, მაგრამ მას ეს შეუძლია და დღეს ხშირად ასეც ხდება. მეტიც, ის ხშირად იწვევს მარტივ სისასტიკეს, არა იმ მასშტაბის როგორიც კომპლექსურობაა, როგორიც ჩვენი გარემოს განადგურების სიდიდეა.

როგორ წარმოქმნის კომპლექსურობა სისასტიკეს? მე ვამტკიცებ, რომ ამის ნაწილობრივი პასუხი შეეხება თანამედროვე წესრიგის შემქმნელი სისტემების ლოგიკას ისეთ განსხვავებულ მიმართულებებში, როგორიცაა გარემოს დაცვა და ფინანსები. ნება მიბოძეთ მოკლედ წარმოგიდგინოთ ჩემი არგუმენტები ორი შემთხვევით, რომლებიც ამ წიგნში მაქვს მოყვანილი. სახელმწიფოთა შორის გარემოს დაცვის შეთანხმებების პოლიტიკაში მთავარი „სიახლე“ არის ნახშირბადით ვაჭრობა, რაც ნიშნავს რომ სახელმწიფოები დაიწყებენ ბრძოლას, რომ გაზარდონ მათი უფლება დაბინძურებაზე ნახშირბადის ემისიის კვოტის გაზრდის გაყიდვით ან ყიდვით. ფინანსების შემთხვევაში ორგანიზაციული ლოგიკა გარდაიქმნა შეუნელებელ ბიძგებად ზე-მოგებებისთვის და საჭიროებად, რომ გამოგონებულ იქნას ინსტრუმენტები რომლებიც საშუალებას იძლევიან გაიზარდოს არე იმისა რის ფინანსიალიზაციაც შეიძლება. ამან გამოიწვია მზადყოფნა იმათი არსებობის წყაროს ფინანსიალიზაციისაც კი, ვინც შეიძლება ყველაფერი დაკარგოს თუ ამ ინსტრუმენტს ექნება არასასურველი შედეგი. ასეთი იყო შემთხვევა სუბ-სტანდარტულ კრედიტებთან დაკავშირებით, რომლებიც აშშ-ში 2001 წელს შემოიღეს. სავარაუდოდ, დღემდე არ არის ახსნილი, რომ ეს იყო ფინანსური პროექტი რომელსაც უნდა მოეტანა მოგება მაღალი ფინანსებისთვის. ის არ იყო შექმნილი დაბალშემოსავლიანი ხალხის დასახმარებლად შეეძინათ სახლი და შესაბამისად იყო ათწლეულების წინ დაწყებული ისეთი სახელმწიფო პროექტების საპირისპირო, როგორებიცაა ჯი-აი კანონი (GI Bill) და ეფ-ეიჩ-ეი (FHA) სესხები. შესაძლებლობები, რომლებიც ამ სისტემების და ინოვაციების განვითარებას უწყობს ხელს, აუცილებლად სასტიკი არ არის. მაგრამ როცა ისინი ფუნქციონირებენ კონკრეტული ტიპის მაორგანიზებელი ლოგიკით, ისინი ასეთები ხდებიან. ფინანსების უნარი შექმნან კაპიტალი, აუცილებლად დამანგრეველი არ არის. მაგრამ კაპიტალის შესახებ საჭიროა დაისვას კითხვა: შესაძლოა თუ არა მისი მატერიალიზება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურად, ხიდად, წყლის გამწმენდ სისტემად, საწარმოდ?

აქ სოციალური თავსატეხია. ეს შესაძლებლობები მიმართული უნდა იყოს სოციალური სფეროს განსავითარებლად, საზოგადოების კეთილდღეობის გაზრდისთვის და გამტკიცებისთვის, რაც ბიოსფეროსთან მუშაობასაც მოიცავს. ამის საწინააღმდეგოდ, ძალიან ხშირად ისინი მოწოდებულ არიან სოციალურის გამოსარიცხად, ექსტრემალური უთანასწორობის, დაბალი ფენის ცხოვრების განადგურების, მოწყლვადთა და ღარიბთა განდევნით მიწიდან, სამუშაოებიდან, სახლებიდან და ბიოსფეროს ნაწილების განდევნით მათი ცხოვრების სივრციდან.