გლობალური მონეტარული სისტემა და ვალუტების იერარქია – ია ერაძე

2021 წლის 12 ივნისს, გაიმართა კრიტიკული პოლიტეკონომიის პლატფორმის მეხუთე შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა გლობალური მონეტარული სისტემის და ვალუტების იერარქიის საკითხები. ასევე, ლექცია შეეხებოდა ცენტრალური ბანკის ისტორიას და განვითარების ფაზებს. კერძოდ იმას, თუ როგორ იცვლებოდა მისი მოწყობის ფორმა და ფუნქციები 1970-იანი წლებიდან.

ლექცია მოამზადა ია ერაძემ.

კრიტიკული პოლიტეკონომიის პლატფორმა აერთიანებს 70-ზე მეტ მონაწილეს სხვადასხვა დარგიდან და სპეციალობიდან. პლატფორმის წევრები არიან სტუდენტები, პედაგოგები, ლექტორები, მკვლევრები და სხვადასხვა საჯარო უწყებებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,გლობალური გამოწვევების პოლიტეკონომია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები