? 10 ივნისს, 21:00სთ-ზე გაიმართა ლაივ დისკუსია თემაზე – როგორ უნდა ითარგმნოს თეორია?

? როგორია თეორიული ან სამეცნიერო ნაშრომის კარგი თარგმანი? „მთარგმნელის საქმეა,” წერს ვალტერ ბენიამინი, „საკუთარ ენაში მოუძებნოს ადგილი იმ წმინდა ენას, რომელიც სხვის საბურველში გახვეულა. მისი საქმეა გაანთავისუფლოს ორიგინალში დატყვევებული ენა.” თანამედროვე საჯარო და აკადემიური სივრცე გაჯერებულია თარგმნილი ტექსტებითა და ავტორებით, განსაკუთრებით პერიფერიულ, მცირე ერების ენების კონტექსტებში. ამ დისკუსიაში მთარგმნელები ისაუბრებენ თარგმნის პროცესზე – ტექნიკურ და შინაარსობრივ სირთულეებზე, რომლებსაც თეორიის თარგმნისას აწყდებიან და მათი გადალახვის გზებზე. მონაწილეები შეეცდებიან კრიტიკულად იმსჯელონ თარგმნაზე, როგორც სააზროვნო და შემოქმედებით პროცესზე.

? დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს:

? თამარ ცხადაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

? ლუკა ნახუცრიშვილი, ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

? გიორგი ჩუბინიძე, ფილოსოფოსი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრი.

? გიორგი ცინცაძე, მწვანე პოლიტიკის მკვლევარი.

? დისკუსია ჩატარდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით

Share This Story, Choose Your Platform!