დისკუსია: როგორ იძერწება ეროვნული იდენტობა? წინაპირობები ცარისტულ რუსეთსა და საბჭოთა კავშირში

🔴 5 ივნისს, 21.00სთ-ზე გაიმართა დისკუსია, თემაზე – როგორ იძერწება ეროვნული იდენტობა? წინაპირობები ცარისტულ რუსეთსა და საბჭოთა კავშირში.

🔴 ფართოდაა გავრცელებული ეროვნულ იდენტობაზე, როგორც თავისთავად მოცემულ, აისტორიულ მოვლენაზე მსჯელობა, რაც ნიღბავს იმ ფაქტს, რომ ყოველ ცალკეულ კონტექსტში მას კონკრეტული გენეალოგია აქვს. ამ გენალოგიებზე ყურადღების მიპყრობა კი, ბევრ საინტერესო კითხვაზე დაგვაფიქრებს: როგორი იყო ქარათული ელიტების როლი რუსეთის სამხედრო, ადმინისტრაციულ და კულტურულ პოლიტიკაში? როგორ განისაზღვრა ქართველების, როგორც საზღვრისპირა რეგიონის როლი ჩრდილოეთ კავკასიასთან მიმართებით? რა ედო საფუძვლად ნაციონალიზმის ფორმირებას საქართველოში? როგორ განვითარდა ეროვნული საკითხი საბჭოთა პერიოდში?

🔴 მომხსენებლები

📌ლუკა ნახუცრიშვილი, ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

📌თამუნა ქებურია, ლემან ჰაუფტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტი ისტორიის მიმართულებით.

📌გიორგი მაისურაძე, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

📌დისკუსია ჩატარდება ფეისბუქ ლაივის მეშვეობით, 5 ივნისს, 21:00სთ-ზე.

🔴 დისკუსია ჩატარდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები