უმაღლესი განათლების დაფინანსების სოციალური და პოლიტიკური ასპექტები

2021 წლის 22 მაისს, პლატფორმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობით გაიმართა დისკუსია უმაღლესი განათლების დაფინანსების სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებზე.

დისკუსიაზე განვიხილეთ შემდეგი საკითხები:

• რა კავშირშია უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი განათლების ხელმისაწვდომობასთან, ხარისხთან და სოციალურ თანასწორობასთან?

• როგორ ფორმირდა აღნიშნული საკითხი პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში?

• რა ეტაპზეა უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის ცვლილება დღეს და რა პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ახალი დაფინანსების ლოგიკა?

• რა უშლის ხელს საკითხის აქტუალიზებას და რა საფრთხეებს ქმნის ამ პროცესის გაჭიანურება?

დისკუსიის მონაწილეები იყვნენ:

▶ ლელა ჩახაია – ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (EUI) დოქტორი პოლიტიკურ მეცნიერებებში;

▶ ნათია ანდღულაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი

დისკუსია ჩატარდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები