2021 წლის 22 მაისს, გაიმართა კრიტიკული პოლიტეკონომიის პლატფორმის მეორე შეხვედრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა გლობალიზაციის ისტორიული საფუძვლები და ინსტიტუტების ანალიზი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა თანამედროვე გლობალურ სამყაროში ძალაუფლების ასიმეტრიული განაწილების ჩვენება და მისი ისტორიული საფუძვლების გამოკვეთა.

ლექცია მოამზადა მათე გაბიცინაშვილმა.

კრიტიკული პოლიტეკონომიის პლატფორმა აერთიანებს 70-ზე მეტ მონაწილეს სხვადასხვა დარგიდან და სპეციალობიდან. პლატფორმის წევრები არიან სტუდენტები, პედაგოგები, ლექტორები, მკვლევრები და სხვადასხვა საჯარო უწყებებისა თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,გლობალური გამოწვევების პოლიტეკონომია” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

Share This Story, Choose Your Platform!