განათლების დაფინანსების სოციალური და პოლიტიკური ასპექტები

📌 22 მაისს, 21:00 საათზე, პლატფორმის ფეისბუქ გვერდზე გაიმართება ონლაინ დისკუსია უმაღლესი განათლების დაფინანსების სოციალური და პოლიტიკური ასპექტების შესახებ.

📌 დისკუსიის პროცესში ვეცდებით პასუხები გავცეთ შემდეგ შეკითხვებს:

• რა კავშირშია უმაღლესი განათლების დაფინანსების წესი განათლების ხელმისაწვდომობასთან, ხარისხთან და სოციალურ თანასწორობასთან?

• როგორ ფორმირდა აღნიშნული საკითხი პოსტსაბჭოთა ტრანზიციის პერიოდში?

• რა ეტაპზეა უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის ცვლილება დღეს და რა პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ახალი დაფინანსების ლოგიკა?

• რა უშლის ხელს საკითხის აქტუალიზებას და რა საფრთხეებს ქმნის ამ პროცესის გაჭიანურება?

📌 დისკუსიის მომხსენებლები:

▶ ლელა ჩახაია – ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის (EUI) დოქტორი პოლიტიკურ მეცნიერებებში;

▶ ნათია ანდღულაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის ასოცირებული პროფესორი

მოდერატორი: თორნიკე შევარდნაძე, ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლის მაგისტრანტი

📌 დისკუსიის პროცესში მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან შეკითხვები. დისკუსია გაიმართება პლატფორმის ფეისბუქ გვერდზე.

📌 შეხვედრა იმართება პროექტის ,,განათლება და სოციალური სამართლიანობა” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პლატფორმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები