ჯეისონ ჰიკელი და ,,განვითარების ილუზია”, ეპიზოდი 05

გიორგი ცინცაძე მოკლედ მიმოიხილავს ჯეისონ ჰიკელის ნაშრომს, რომელიც შესულია კრებულში „სხვა მიმართულებების ძიებაში.“

ჰიკელის წიგნი გლობალური უთანასწორობის მოკლე ისტორიაა. წიგნში ეკონომიკურ და ისტორიულ ანალიზზე დაყრდნობით, ჯეისონ ჰიკელი აღწერს თუ როგორ წარმოშვა კაპიტალიზმმა სიმდიდრისა და კეთილდღეობის უკიდურესად არათანაბარი გადანაწილება პლანეტის სხვადასხვა ქვეყნებსა თუ რეგიონებს შორის და როგორ განაგრძობს თანამედროვე ეკონომიკური სისტემა ამ უთანასწორობის წარმოებას დღეს.

“განვითარებადი” და “განვითარებული” ქვეყნები, “პირველი” და “მესამე სამყარო” არა ერთმენთისგან დამოუკიდებელი სივრცეები, არამედ ერთი ეკონომიკური სისტემის სხვადასხვა ნაწილები არიან. მდიდარი ქვეყნების გამდიდრდება და ღარიბი ქვეყნების გაღარიბება ერთ გლობალურ ისტორიას ქმნიან – ეს პროცესები ერთმანეთს განაპირობებენ.

პოდკასტი მომზადდა პროექტის ,,სხვა მიმართულებების ძიებაში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები