1 მაისი – მშრომელთა საერთაშორისო დღე

1 მაისს მთელს მსოფლიოში აღინიშნება მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე. 1 მაისი მუდმივად გვახსენებს მშრომელთა ისტორიულ გამარჯვებებს და მშრომელთა უფლებების დაცვის აუცილებლობას, რაც მხოლოდ თანმიმდევრული და ყოველდღიური ბრძოლითაა შესაძლებელი. ნებისმიერი საზოგადოების განვითარება უნდა ეფუძნებოდეს ღირსეული შრომის პირობების, ღირსეული ანაზღაურებისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოთხოვნის უფლებას!

საქართველოში მშრომელთა უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი აქვს. კრიტიკულად მძიმეა მდგომარეობა ინდუსტრიულ სექტორსა და მომსახურების სფეროში, სადაც მასიურად დარღვეულია უსაფრთხო სამუშაო პირობები, დასაქმებულები არსებითად არათანაბარ პირობებში არიან დამსაქმებლებთან ღირსეული ანაზღაურების, თუ შრომასთან დაკავშირებული სხვა უფლებების მოთხოვნის ან დაცვის მხრივ.

გაზიარება

მსგავსი პოსტები