პლატფორმისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის თანამშრომლობით, 10 აპრილს, გაიმართა ონლაინ შეხვედრა, თემაზე: უმაღლესი განათლება, როგორც საჯარო სიკეთე.
შეხვედრაზე, სისტემური მიდგომის მეშვეობით განვიხილეთ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე უმაღლეს განათლებაში მიმდინარე პროცესები, რომლებიც ხელს უშლიდა/უშლის უნივერსიტეტის, როგორც საჯარო სიკეთის გააზრებას.
შეხვედრის მომხსენებლები:
მარინა მუსხელიშვილი – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლელა გაფრინდაშვილი – პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოდერატორი: ნინო ხელაია, მკვლევარი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორი.