გადაცემა სხვა მიმართულებების ძიებაში: ეპიზოდი 03

,,სეკულარიზმის ჩრდილები”:
სად გადის ზღვარი პოლიტიკასა და რელიგიას შორის?
ძალიან მალე გამოვცემთ თარგმანების კრებულს „სხვა მიმართულების ძიებაში.“
მანამდე კი გთავაზობთ კრებულში შესულ ერთ-ერთ სტატიაზე ვრცელ დისკუსიას თამარ ცხადაძისა და ბაია ჯანელიძის მონაწილეობით.
მსჯელობა შეეხება პაკისტანელ-ამერიკელი ანთროპოლოგის საბა მაჰმუდის კრიტიკულ თვალსაზრისს სეკულარიზმზე და ასევე, ალტერნატიულ შემოთავაზებასაც „დემოკრატიული ეთოსის“ სახით.
გადაცემა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.