სიახლეები

რეგისტრაცია ონლაინ კურსზე

,,გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომია: კაპიტალი, შრომა და სახელმწიფო”

გამოცხადდა რეგისტრაცია Platforma.ge-სა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ მომზადებულ ახალ ონლაინ კურსზე ,,გლობალური გამოწვევების პოლიტიკური ეკონომია: კაპიტალი, შრომა და სახელმწიფო”.

კურსზე რეგისტრაცია და მასში მონაწილეობა უფასოა. კურსი განხორციელდება დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. 

კურსის ფორმატი მოიცავს თითოეულ შეხვედრაზე ერთ სალექციო საათს და ერთ სასემინარო საათს. ამავდორულად, კურსის განმავლობაში მონაწილეები შეძლებენ ინდივიდუალურ თემებზე მუშაობას და ჯგუფში პრეზენტაციას.

გარდა სალექციო ნაწილისა, კურსის მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია კვლევითი (მონაცემთა დამუშავება) და აკადემიური წერის უნარების გაძლიერება, რაც მოიცავს დამატებით სასემინარო სამუშაოებს. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კვლევითი სტიპენდიების პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, მენტორების დახმარებით, მოამზადებენ აკადემიურ სტატიებს კურსის თემატიკებთან მიმართებაში.