დისკუსია: ეკოფემინიზმი და მწვანე წინააღმდეგობა

ეკოფემინიზმი და მწვანე წინააღმდეგობა

8 მარტს, Platforma.ge-ის Facebook გვერდზე ლაივ რეჟიმში, გაიმართა დისკუსია: ეკოფემინიზმი და მწვანე წინააღმდეგობა.
 
ქეროლინ მერჩანტის 1980 წელს გამოქვეყნებულმა წიგნმა, “ბუნების სიკვდილი: ქალები, ეკოლოგია და სამეცნიერო რევოლუცია,” ქალთა ჩაგვრა და ბუნებრივი გარემოს ექსპლუატაცია ერთმანეთს და განმანათლებლობის ლოგიკას დაუკავშირა. ბუნების ფემინიზაცია და წარმოდგენები ქალების კავშირზე ბუნებრივ გარემოსთან, წერდა მერჩანტი, პარალელურად ჩამოყალიბდა განმანათლებლობის პატრიარქალური მზერის ქვეშ, რომელიც ცდილობდა კონტროლი დამყარებინა ერთდროულად ქალებსა და ბუნებრივი გარემოზე.
თუმცა ამ კავშირმა შექმნა საერთო ემანსიპატორული პოლიტიკის შესაძლებლობასაც, რაც, სხვასთან ერთად, იმაშიც გამოიხატება, რომ წინააღმდეგობების სათავეში ხშირად ქალები დგანან. 8 მარტისთვის დაგეგმილ დისკუსიაში ვისაუბრებთ მერჩანტის ეკოფემინისტურ თეორიაზე და მიმდინარე მწვანე წინააღმდეგობებზე, რომელიც ეკოლოგიურ და ფემინისტურ ბრძოლებს აერთიანებს.
 
მომხსენებლები:
თამარ ცხადაძე – ფილოსოფოსი. ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ალექსანდრა აროშვილი – სოციალური პოლიტიკის მკვლევარი;
გიორგი ცინცაძე – მკვლევარი;
 
დისკუსია გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით.

იხილეთ დისკუსიის ჩანაწერი

გაზიარება

მსგავსი პოსტები