ადამიანის უფლებების მარქსისტული კრიტიკა. თორნიკე გერლიანი

ავტორი: თორნიკე გერლიანი

შესავალი 

ქრისტოფერ ბოიდი ესეში „შეუძლია თუ არა მარქსისტს სჯეროდეს უფლებების,“ მიუთითებს, რომ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ერთი მხრივ უფლებების მარქსისეული, მეორე მხრივ კი მარქსისტული კრიტიკა. მართალია, ნებისმიერ საკითხზე მარქსისტული ნააზრევი დაყრდნობილია თავად მარქსის მიერ გამოთქმულ შეხედულებებზე, თუმცა, ზოგიერთ საკითხთან მიმართებით მარქსის მოსაზრებები მწირი და ნაკლებად კონკრეტულია. როგორც ბოიდი მიუთითებს, ადამიანის უფლებების შესახებ მხოლოდ მარქსის პერსპექტივების გაცნობა შესაძლოა არასრულად წარმოაჩენდეს უფლებების მარქსისტული კრიტიკის არსს. ამასთან, არსებითია, რომ მარქსისტული კრიტიკა ფუნდამენტურ დონეზე ეყრდნობოდეს მარქსის ძირითად პოზიციებს და შესაბამისად, ამ პოზიციების ხელახალი გააზრების შედეგი იყოს.

ამდენად, „მარქსისტულ კრიტიკაში“ უპირველესად მოვიაზრებთ თავად მარქსის და ადრეულ მარქსისტულ აზრთან უშუალოდ გადაჯაჭვული თეორეტიკოსების მიმართებებს ადამიანის უფლებებთან. ამ აზრით, წინამდებარე სტატიაში განხილულია კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსისა და სამართლის მარქსისტული თეორიის გამორჩეული ავტორის, ევგენი პაშუკანისის მოსაზრებები. თუმცა, მათ გარდა, სტატიაში ყურადღება მახვილდება ზოგიერთ, შედარებით გვიანდელ მარქსისტულ პერსპექტივაზეც. ამასთან, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ როგორც ადრეულ მარქსისტულ აზრთან, ასევე შემდგომ ავტორებთან მიმართებით სტატიაში მხოლოდ ძირითად კონტურებია გამოკვეთილი (შეზღუდულია თავად ავტორების რაოდენობაც). ამდენად, ამ ესეს ვერ ექნება პრეტენზია, რომ ის ადამიანის უფლებების თაობაზე მარქსისტული აზრის ყველა შრეს სრულყოფილად წარმოაჩენს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია:

სტატია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

გაზიარება

მსგავსი პოსტები