პროექტი: განათლება და სოციალური სამართლიანობა: მონაწილეობითი ადვოკატირების გზით, საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის საკითხის მხარდაჭერა.

საქართველოში ამჟამად უმაღლეს განათლებაში ჩართულობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – 19-20 წლის ახალგაზრდების 53% ჩართულია უმაღლეს განათლებაში. თუმცა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაში მნიშვნელოვანი განსხვავებები შეინიშნება სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. უმაღლესი განათლების დაფინანსება საქართველოში ძალიან მწირია ევროპის და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით (მშპ-ს 1%), ხოლო უმაღლეს განათლებაზე გაწეული ხარჯების უდიდეს ნაწილს კერძო დანახარჯები წარმოადგენს, კერძოდ კი სტუდენტებისა და მათ ოჯახების მიერ გადახდილი სწავლის საფასური.
ევროსტუდენტის საერთაშორისო
კონსორციუმის კვლევის – ,,ევროსტუდენტი VI ტალღა” (2018), რომელიც ევროპის უნივერსიტეტების სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების პირობებსა და სწავლის თავისებურებებს შეისწავლის, საქართველოს შესახებ მონაცემები ცალსახად მიუთითებს სტუდენტთა ჭარბვალიანობის პრობლემაზე. იმ სტუდენტთა წილი, რომლებსაც ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ, საქართველოს სტუდენტების საერთო რაოდენობის 40%-ს წარმოადგენენ.

პროექტის მიზანია განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამართლიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ამოცანების განხორციელება:

  1. განათლების პოლიტიკის სფეროში კანონმდებლობის და პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი და კვლევაზე, საუკეთესო გამოცდილებებზე და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული კრიტიკული ხედვების და ინიციატივების მომზადება, დარგის სპეციალისტების ჩართულობით.
  2. სტუდენტთა სოციალური საჭიროებების აქტუალიზება ღია სადისკუსიო სივრცეების შექმნით.
  3. უმაღლესი განათლების დაფინანსების პოლიტიკის ცვლილების მხარდაჭერა