სამუშაო სემინარი – სოციალური კვლევის მეთოდები

Platforma.ge აცხადებს მიღებას დაინტერესებული პირებისთვის სოციალური კვლევის მეთოდებისა და აკადემიური წერის საკითხებზე ონლაინ სემინარებში.

სემინარებზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: სოციალური კვლევის ბუნება, კვლევის დიზაინის შემუშავება (პრობლემის აღწერა, კვლევის მიზნების და ამოცანების შესაბამისობა, ცვლადების გამოყოფა და ოპერაციონალიზაცია, ჰიპოთეზების და კვლევითი შეკითხვების შემუშავება), კვლევის მეთოდოლოგიის განსაზღვრა, თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდები, მონაცემთა დამუშავება და ანალიზი. ასევე, ნაშრომის აკადემიური სტილის შემუშავება ციტირების შესაბამისი წესების დაცვით.

სემინარებში მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა:10 მარტი, 2021

სემინარი ჩატარდება შაბათ და კვირა დღეს, 12.00-16.00სთ-ის მონაკვეთში.

სემინარები ტარდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

სემინარზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: