დისკუსია: საქართველო პანდემიის პირისპირ

3 მაისს, 19:00ს საათზე Platforma.ge-ის ფეისბუკ გვერდზე წარმოგიდგენთ დისკუსიას:

,,სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში პანდემიის პირობებში”.

დისკუსიის მიზანია ვისაუბროთ გლობალური პანდემიის ფონზე შექმნილი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

➡️ გლობალური კაპიტალიზმის კრიზისი და მისი შედეგები საქართველოსთვის;

➡️ ქართული ეკონომიკა და არამდგრადი ფინანსური სისტემა კრიზისამდე და კრიზისის პერიოდში;

➡️ სოციალური პოლიტიკის არსებული ხარვეზები;

➡️ როგორ უნდა გავიაზროთ სახელმწიფოს როლი კრიზისის დროს?

➡️ ინდუსტრიული პოლიტიკის საჭიროება და შესაძლებლობები საქართველოსთვის

მომხსენებლები:

➡️ კოტე ერისთავი, სოციალური პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, EMC

➡️ ია ერაძე, პოლიტეკონომიის დოქტორი

➡️ ნინო ხელაია, ანალიტიკოსი, საზოგადოებრივი მაუწყებელი

➡️ თორნიკე ჩივაძე, სოციალური პოლიტიკის მკვლევარი

➡️ მოდერატორი: მათე გაბიცინაშვილი, პოლიტეკონომიის იდეების ისტორიის მკვლევარი

დისკუსია ტარდება პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა პოლიტეკონომიის საკითხებზე” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

3 მაისი

19:00სთ

გაზიარება

მსგავსი პოსტები