Category: სიახლეები

პოსტ-კოლონიურობა და პოსტ-მოდერნულობა

კვამე ენტონი აპია პოსტოკოლონიურობა არის პირობა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ comprador intelligentsia ( ესპ. მყიდველი ინტელიგენცია) : შედარებით მცირე, დასავლური სტილისა და დასავლური განათლების მქონე მწერალთა და მოაზროვნეთა ჯგუფი, რომლებიც პერიფერიულს სივრცეში აშუალებენ ვაჭრობას მსოფლიო კაპიტალიზმის კულტურული საქონლით. დასავლეთში ისინი ცნობილნი არიან იმ აფრიკის წყალობით, რომელსაც სთავაზობენ სამყაროს; მათი თანამემამულეები იცნობენ მათ  იმ დასავლეთის მეშვეობით, რომელსაც ისინი აცნობენ…
Read more

ინტერვიუს თარგმანი გაიატრი სპივაკთან

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პრესამ ჯაკ დერიდას, ფრანგი თეორეტიკოსის ფუნდამენტური ნაშრომის “გრამატოლოგიის შესახებ” 40 წლის თავის იუბილესთან დაკავშირებით განაახლა აკადემიური დებატები დეკონსტრუქციის პროცესის გარშემო. მოცემული ნაშრომი თავდაპირველად აკადემიურ წრეებში დღეისათვის უკვე ძალზედ წარმატებულმა ინტელექტუალმა და მკვლევარმა , გაიატრი ჩაკრავორტი სპივაკმა თარგმნა. დერიდას ნაშრომის თარგმნა იმ დროისათვის სპივაკისთვის უდიდეს გამბედაობასთან იყო დაკავშირებული , ის არც ინგლისურს და…
Read more

კობო აბე, მაღრიბი და მაშრიყი: ორი კულტურის შეყრა

კობო აბე მაღრიბი და მაშრიყი: ორი კულტურის შეყრა  ერთხელ, გვიან საღამოს, ტელევიზიით აჩვენებდნენ კინოფილმს „მაროკო“. დიქტორმა მას „მსოფლიო კინოხელოვნების შედევრი“ უწოდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ამ ნათქვამისადმი ერთობ სკეპტიკურად განვეწყვე. საქმე ისაა, რომ, თუმცა ეს ფილმი ოდესღაც უკვე ნანახი მქონდა, მაინც, ბოლო ერთი სცენის გარდა, მეხსიერებაში სხვა არაფერი დამრჩენოდა რა. ფილმის გამოსვლის დროც – იგი „პარამაუნტმა“…
Read more

ნეოლიბერალური გლობალიზაცია ანუ 21 საუკუნის იმპერიალიზმი: გამოწვევები მშრომელთა მოძრაობისთვის

დასავლურ მემარცხენე ლიტერატურაში ნეოლიბერალიზმის ცნება ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა თანამედროვე სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტრუქტურებისა და მათი გარდაქმნების აღსაწერად. ნეოლიბერალურ კაპიტალიზმზე მსჯელობისას, მკვლევრები ძირითადად ყურადღებას უთმობენ განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო მმართველობისა და ინსტიტუტების, დასაქმების თუ ეკონომიკის სტრუქტურის ცვლილებას. მათი ანალიზი უმეტესწილად ევროცენტრულია და მხედველობაში არ იღებს 1980-იანი წლებიდან შექმნილ, ნელიბერალური გლობალიზაციის ფართო სურათს. ქართულ მემარცხენე დისკურსში ამ…
Read more

ფორუმი

21 დეკემბერს, 18:30-ზე ,,Platforma.ge” , სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან (CELA) ერთად ატარებს დისკუსიას თემაზე ,,სასკოლო განათლება საქართველოში: პოლიტიკა და პრაქტიკა”. დისკუსიაზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს: ზოგადი განათლების ხედვა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებული ხარვეზები, სკოლისა და ადამინური რესურსების საკითხი, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები და მისი შედეგები. დღის წესრიგი მოდერატორი: თამარ ქარაია 18:30 – 18:40 – დისკუსიის გახსნა; შესავალი…
Read more