fbpx

Category: სიახლეები

მაია რაზმაძე: ოკუპაცია და ტურიზმის გადარჩენა

▶️ გაეცანით მაია რაზმაძის თვალსაზრისს:ორიოდე სიტყვა ოკუპაციასა და ტურიზმის გადარჩენაზე 🔴დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამემამულეების და ახალგაზრდების დიდ ნაწილს გულწრფელად სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრება. მაგრამ მთავარი ამოცანა, რაც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე დგას, არის არა უცხოელებზე გაგებინება რუსეთი რა არის/ ეს ევროპაშიც მშვენივრად იციან/, არამედ მთელი ენერგია და ძალისხმევის მიმართავა ქვეყნის შიდა…
Read more

თამბაქოს კონტროლი საქართველოში – STEPS

წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი საქართველოს რეგიონში მწეველთა დონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. STEPS 2010 და 2016 კვლევების შედეგების მიხედვით, მწეველობის გავრცელების ტენდენცია ზრდადია; საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 33% მწეველია; მათ შორის57% მამაკაცი და 7% ქალია. შარდში კოტინინის ტესტის მიხედვით, ქალებში თამბაქოს მოხმარების რეალური მაჩვენებელი 12.2%-ია. საქართველოში თამბაქოს მოიხმარს დაახლოებით 1.1 მილიონი, რომელთაგან 40%‐ის თავის დანებება სურს. სიგარეტის მოწევა თამბაქოს მოწევის ექსკლუზიური ფორმაა. უკვამლო თამბაქოს გამოყენება ძალიან დაბალია და ამჟამად არ წარმოადგენს საზოგადოებრივი…
Read more

სახელმწიფო შეფასება: რა შედეგებს აღწევენ მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში?

,,სახელმწიფო შეფასება: საბუნებისმეტყველო საგნები (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) – IX კლასი” მომზადებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით. სახელმწიფო შეფასების მიზნებია: 1. მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და სწავლისადმი დამოკიდებულების შეფასება; 2. მოსწავლეთა მიღწევებზე ზემოქმედი/გავლენის მქონე ფაქტორების კვლევა; 3. არსებული ვითარების დინამიკაში ხედვის, მონაცემთა შედარების შესაძლებლობის უზრუნველყოფა – მონაცემთა სანდო საწყისი/პირველადი ბაზის შემუშავება, რაც…
Read more

გიორგი ღვინჯილია: ბრძოლა სამეგრელოსთვის

ბრძოლა სამეგრელოსთვის ავტორი: გიორგი ღვინჯილია ზუგდიდში სიტუაციაში უკეთ გასარკვევად დარეპორტაჟის გასაკეთებლად ჩავედი, რადგან ვთვლი, რომ ქართული მედია ჩვეული სწორხაზოვნებითა და ზედაპირულობით უდგება სამეგრელოში მიმდინარე მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროცესს. შექმნილი სიტუაციიდან სწორი დასკვნების გამოტანა და საერთო თანხმობაზე ორიენტირებული დისკუსია გვმართებს. მოცემული ტექსტი ისტორიის ფრაგმენტული მიმოხილვის, ჩემი დაკვირვებებისა და შთაბეჭდილებებისაგან შედგება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც…
Read more

ISSA/OSGF – ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა

,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კვლევა” 2018-2019 წლებში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. როგორც განცხადებაში ნათქვამია, კვლევა მოიცავს როგორც ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკაში ჩართულობის საკითხებზე მანამდე მომზადებული კვლევებისა და დოკუმენტების ანალიზს, ასევე რაოდენობრივი და ფოკუს ჯგუფების მეთოდით  შეკრებილ მონაცემებს.  რაოდენობრივი კვლევის პროცესში გამოკითხულ იქნა 1324 რესპონდენტი პირისპირი…
Read more

კეთილდღეობის პოლიტიკა: რეგისტრაცია

PLATFORMA.GE ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს ახალ ონლაინ კურსს ,,კეთილდღეობის პოლიტიკა: სოციალური სახელმწიფო და ეკონომიკა“. კურსის მიზანია მიმოიხილოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგომ. ვისაუბროთ სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის და მისი მოდელების, ასევე კრიტიკული ხედვების შესახებ, მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს ცოდნა სოციალური მომსახურების მიწოდების სხვადასხვა ასპექტების თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენა აქვს სოციალური კეთილდღეობის სისტემას ადამიანთა კეთილდღეობაზე; კურსი…
Read more

1 წელი 12 მაისის მოვლენებიდან

თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციიდან 1 წელი გავიდა. დღეს აქტივისტებმა სხვადასხვა ადგილას ბანერები გადმოფინეს და მიმართვა გაავრცელეს: ,, – ჩვენი ყოველდღიურობა დიდი ხანია უიმედობის, უნდობლობის, ნიჰილიზმისა და ახალ ამბებად თარგმნილი სიკვდილის ქრონიკებია.  ჩვენ ყოველ დღე ვკითხულობთ ამბებს, თუ როგორ გადმოვარდა მშენებლობიდან მუშა და ადგილზე გარდაიცვალა, როცა სახლში მშიერი ბავშვი ელოდა მშობელს, შიმშილის დაძლევის იმედს.…
Read more

თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან

საინიციატივო ჯგუფი PLATFORMA.GE 2019 წლიდან იწყებს თანამშრომლობას 6 რეგიონულ უნივერსიტეტთან: 1 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი2 შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი3 აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სასწავლო უნივერსიტეტი4 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი5 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შინამეურნეობების ვალი და სახელმწიფო რეგულაციების როლი

ავტორი: ია ერაძე, კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი ტრანსკრიპტი გაკეთდა 2017 წელს. დღეს ვისაუბრებ შინამეურნეობების ვალსა და სახელმწიფო რეგულაციებზე. მინდოდა, მოხსენება კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებით დამეწყო, რათა უფრო თვალსაჩინოდ დაგვენახა პრობლემის მასშტაბურობა. თუმცა, სამწუხაროდ, ერთიანი სტატისიტკური მონაცემები შინამეურნეობების ვალზე არ გვაქვს. არსებობს ეროვნული ბანკის მონაცემები, რომელიც ძირითადად კომერციული ბანკების ინფორმაციას ეფუძნება. შესაბამისად, შინამეურნეობების ვალზე საუბრის დასაწყისშივე იკვეთება პრობლემა – სტატისტიკური ინფორმაციის…
Read more

დისკუსია: შრომითი მედიაცია საქართველოში

2019 წლის 13 აპრილს, პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა სოციალური საკითხებისთვის” გაიმართა დისკუსია თემაზე ,,სოციალური დიალოგი და შრომითი მედიაცია საქართველოში”. დისკუსია მიზნად ისახავდა გვესაუბრა საქართველოში სოციალური დიალოგის ინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკაზე, პრაქტიკასა და განვლილ გამოცდილებაზე. დისკუსია შეეხებოდა პროფკავშირების როლს და დანიშნულებას შრომითი მედიაციისა და შრომითი დავების პროცესში; ამ კუთხით, პროფკავშირების საქმიანობის გამოცდილებას საქართველოში.  ასევე, საუბარი იყო კოლექტიური შრომითი დავის…
Read more