fbpx

Category: მიმართულებები

კეთილდღეობის პოლიტიკა: რეგისტრაცია

PLATFORMA.GE ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს ახალ ონლაინ კურსს ,,კეთილდღეობის პოლიტიკა: სოციალური სახელმწიფო და ეკონომიკა“. კურსის მიზანია მიმოიხილოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგომ. ვისაუბროთ სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის და მისი მოდელების, ასევე კრიტიკული ხედვების შესახებ, მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს ცოდნა სოციალური მომსახურების მიწოდების სხვადასხვა ასპექტების თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენა აქვს სოციალური კეთილდღეობის სისტემას ადამიანთა კეთილდღეობაზე; კურსი…
Read more

1 წელი 12 მაისის მოვლენებიდან

თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციიდან 1 წელი გავიდა. დღეს აქტივისტებმა სხვადასხვა ადგილას ბანერები გადმოფინეს და მიმართვა გაავრცელეს: ,, – ჩვენი ყოველდღიურობა დიდი ხანია უიმედობის, უნდობლობის, ნიჰილიზმისა და ახალ ამბებად თარგმნილი სიკვდილის ქრონიკებია.  ჩვენ ყოველ დღე ვკითხულობთ ამბებს, თუ როგორ გადმოვარდა მშენებლობიდან მუშა და ადგილზე გარდაიცვალა, როცა სახლში მშიერი ბავშვი ელოდა მშობელს, შიმშილის დაძლევის იმედს.…
Read more

დისკუსია: შრომითი მედიაცია საქართველოში

2019 წლის 13 აპრილს, პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა სოციალური საკითხებისთვის” გაიმართა დისკუსია თემაზე ,,სოციალური დიალოგი და შრომითი მედიაცია საქართველოში”. დისკუსია მიზნად ისახავდა გვესაუბრა საქართველოში სოციალური დიალოგის ინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკაზე, პრაქტიკასა და განვლილ გამოცდილებაზე. დისკუსია შეეხებოდა პროფკავშირების როლს და დანიშნულებას შრომითი მედიაციისა და შრომითი დავების პროცესში; ამ კუთხით, პროფკავშირების საქმიანობის გამოცდილებას საქართველოში.  ასევე, საუბარი იყო კოლექტიური შრომითი დავის…
Read more

პროექტი – სადისკუსიო პლატფორმა

საინიციატივო ჯგუფი ,,ფრიდრიხ ებერტის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ეხება სოციალური საკითხების აქტუალიზებას თბილისსა და რეგიონებში არსებულ საჯარო სივრცეებში. 🔷ბოლო რამდენიმე წელია რაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტური თუ აკადემიური წრეები და ინტერესთა ჯგუფები ქართულ სამოქალაქო სივრცეს საჯარო აქტივობებით ანებივრებენ. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის პოლიტიკები ნელ-ნელა სივრცეებს ითვისებს, პოლიტიკურ რელევანტურობას იძენს და საჯარო…
Read more

ქალთა შრომითი პირობები და აუნაზღაურებელი შრომა საქართველოში

12 მარტს 17:00 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი და საინიციატივო ჯგუფი PLATFORMA.ge გიწვევთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 307-ე აუდიტორიაში დისკუსიაზე: << ქალთა შრომითი პირობები და აუნაზღაურებელი შრომა საქართველოში >> შეხვედრაზე გაიმართება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის – „მწვანე აკადემიას“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის – ცხოვრება საჭიროებებს მიღმა: ქალთა პრეკარიული შრომა და დროის ურთიერთმიმართება საქართველოში. ფორმალურ სექტორში…
Read more

7 მარტი – დისკუსია

8 მარტს აღინიშნება ქალთა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ემანსიპაციისათვის ბრძოლა. ქალთა საერთაშორისო დღის დაფუძნება უკავშირდება მუშა ქალთა საპროტესტო გამოსვლებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნით მეოცე საუკუნის დასაწყისში. დღეს, ჩვენს რეალობაში, ქალები ეწევიან აუნაზღაურებელ საშინაო შრომას ოჯახში, უვლიან ბავშვებსა და ოჯახის ასაკოვან წევრებს; ეს მათ ბუნებრივ მოვალეობად არის მიჩნეული და უგულებელყოფილია საშინაო და რეპროდუქციული…
Read more

მშრომელების გარეშე დემოკრატია არ იარსებებდა

▶️ ჟურნალ “იაკობინის” ასოცირებული რედაქტორის, შონ გუდის ინტერვიუ ეველინ ჰიუბერთან, პოლიტიკის მეცნიერების პროფესორთან ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში. ▶️ ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა Jacobin-ზე. ▶️ ქართული თარგმანი მოამზადა ლელა ბეჟუაშვილმა. დემოკრატია, მთელ მსოფლიოში,  წარმოშვეს არა კაპიტალისტურმა ელიტებმა, არამედ ორგანიზებულმა მუშებმა.  დემოკრატიის შესახებ დისკუსიები ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა. რთული სათქმელი არაა, რატომ: ბოლსონარო ბრაზილიაში, ტრამპი ამერიკაში, ერდოღანი თურქეთში და ორბანი უნგრეთში…
Read more

ეკლესიის მემარცხენე მხარე

ავტორი: ჰიუ მაკდონელი – ამსტერდამის უნივერსიტეტის დოქტორი ისტორიის დარგში. სტატია პირველად გამოქვეყნდა jacobinmag.com-ზე. მთარგმნელი: თორნიკე გერლიანირედაქტორი: მარიკა ტყეშელაშვილი იხილეთ სტატია ორიგინალ ენაზე ეკლესიის მემარცხენე მხარე 1968-ის ორმოცდამეათე წლისთავმა, მეოცე საუკუნის ამ ცენტრალურ მომენტზე მსჯელობების გააქტიურება გამოიწვია. თუ იმ გარდაქმნების წელიწადის თვალსაჩინო სურათი პარიზის ქუჩებში მოწყობილი სტუდენტური ბარიკადები ან ბერკლიში ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო პროტესტებია, ის ასევე გამორჩეულია პოლიტიკური…
Read more

ფორუმი

21 დეკემბერს, 18:30-ზე ,,Platforma.ge” , სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან (CELA) ერთად ატარებს დისკუსიას თემაზე ,,სასკოლო განათლება საქართველოში: პოლიტიკა და პრაქტიკა”. დისკუსიაზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს: ზოგადი განათლების ხედვა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში არსებული ხარვეზები, სკოლისა და ადამინური რესურსების საკითხი, საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები და მისი შედეგები. დღის წესრიგი მოდერატორი: თამარ ქარაია 18:30 – 18:40 – დისკუსიის გახსნა; შესავალი…
Read more