fbpx

Category: სიახლეები

კეთილდღეობის პოლიტიკა: რეგისტრაცია

PLATFORMA.GE ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით იწყებს ახალ ონლაინ კურსს ,,კეთილდღეობის პოლიტიკა: სოციალური სახელმწიფო და ეკონომიკა“. კურსის მიზანია მიმოიხილოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგომ. ვისაუბროთ სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკის და მისი მოდელების, ასევე კრიტიკული ხედვების შესახებ, მიაწოდოს დაინტერესებულ პირებს ცოდნა სოციალური მომსახურების მიწოდების სხვადასხვა ასპექტების თაობაზე და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენა აქვს სოციალური კეთილდღეობის სისტემას ადამიანთა კეთილდღეობაზე; კურსი…
Read more

1 წელი 12 მაისის მოვლენებიდან

თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციიდან 1 წელი გავიდა. დღეს აქტივისტებმა სხვადასხვა ადგილას ბანერები გადმოფინეს და მიმართვა გაავრცელეს: ,, – ჩვენი ყოველდღიურობა დიდი ხანია უიმედობის, უნდობლობის, ნიჰილიზმისა და ახალ ამბებად თარგმნილი სიკვდილის ქრონიკებია.  ჩვენ ყოველ დღე ვკითხულობთ ამბებს, თუ როგორ გადმოვარდა მშენებლობიდან მუშა და ადგილზე გარდაიცვალა, როცა სახლში მშიერი ბავშვი ელოდა მშობელს, შიმშილის დაძლევის იმედს.…
Read more

თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან

საინიციატივო ჯგუფი PLATFORMA.GE 2019 წლიდან იწყებს თანამშრომლობას 6 რეგიონულ უნივერსიტეტთან: 1 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი2 შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი3 აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სასწავლო უნივერსიტეტი4 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი5 გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

შინამეურნეობების ვალი და სახელმწიფო რეგულაციების როლი

ავტორი: ია ერაძე, კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი ტრანსკრიპტი გაკეთდა 2017 წელს. დღეს ვისაუბრებ შინამეურნეობების ვალსა და სახელმწიფო რეგულაციებზე. მინდოდა, მოხსენება კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებით დამეწყო, რათა უფრო თვალსაჩინოდ დაგვენახა პრობლემის მასშტაბურობა. თუმცა, სამწუხაროდ, ერთიანი სტატისიტკური მონაცემები შინამეურნეობების ვალზე არ გვაქვს. არსებობს ეროვნული ბანკის მონაცემები, რომელიც ძირითადად კომერციული ბანკების ინფორმაციას ეფუძნება. შესაბამისად, შინამეურნეობების ვალზე საუბრის დასაწყისშივე იკვეთება პრობლემა – სტატისტიკური ინფორმაციის…
Read more

დისკუსია: შრომითი მედიაცია საქართველოში

2019 წლის 13 აპრილს, პროექტის ,,სადისკუსიო პლატფორმა სოციალური საკითხებისთვის” გაიმართა დისკუსია თემაზე ,,სოციალური დიალოგი და შრომითი მედიაცია საქართველოში”. დისკუსია მიზნად ისახავდა გვესაუბრა საქართველოში სოციალური დიალოგის ინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკაზე, პრაქტიკასა და განვლილ გამოცდილებაზე. დისკუსია შეეხებოდა პროფკავშირების როლს და დანიშნულებას შრომითი მედიაციისა და შრომითი დავების პროცესში; ამ კუთხით, პროფკავშირების საქმიანობის გამოცდილებას საქართველოში.  ასევე, საუბარი იყო კოლექტიური შრომითი დავის…
Read more

,,ბედკრულნი ამა ქვეყნისა” – ჟან პოლ სარტრის წინასიტყვაობა

გაეცანით ჟან პოლ სარტრის წინასიტყვაობას ფრანც ფანონის წიგნისთვის ,,ბედკრულნი ამა ქვეყნისა” (ფრანგ: Les damnés de la terre) . თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო მარიკა ტყეშელაშვილმა. 1954 წელს დაიწყო ალჟირის განმათავისუფლებელი ომი საფრანგეთის წინააღმდეგ. ამ დროს მარტინიკელი წარმოშობის ფსიქიატრი, ფრანც ფანონი ალჟირის ფრანგული საავადმყოფოს ფსიქიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად მუშაობდა და მკურნალობდა როგორც იმ ფრანგ მეომრებს, რომლებიც აწამებდნენ ანტიკოლონისტ…
Read more

დისკუსია ქალთა პრეკარიულ შრომასა და დროის ურთიერთმიმართებაზე

12 მარტს 17:00სთ-ზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი და PLATFORMA.ge-ის ორგანიზებით ჩატარდა დისკუსია თემაზე: << ქალთა შრომითი პირობები და აუნაზღაურებელი შრომა საქართველოში >> შეხვედრაზე გაიმართა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის – „მწვანე აკადემიას“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის – ცხოვრება საჭიროებებს მიღმა: ქალთა პრეკარიული შრომა და დროის ურთიერთმიმართება საქართველოში – პრეზენტაცია. დისკუსიის ერთ- ერთი მომხსენებელი იყო ანა დიაკონიძე…
Read more

ადორნო – ესეი, როგორც ფორმა

გერმანულიდან თარგმნა – დევი დუმბაძემ(c) გამომცემლობა »ილიკო & ილარიონი«ბრუკლინი, 2016 წლის დეკემბერი ესეი, როგორც ფორმა განისაზღვრება, რათა გასხივოსნებული ვიხილოთ და არა სხივი გოეთე, პანდორა ის, რომ გერმანიაში ესეის, ამ ნაზავ ნაწარმს, სახელი არ უვარგა; რომ ფორმის დამაჯერებელი ტრადიცია აქ მოიკოჭლებს; რომ მისი რადიკალური მოთხოვნა მხოლოდ აქა-იქ თუ დაკმაყოფილებულა — ეს ყველაფერი არც თუ იშვიათად უთქვამთ და განუკიცხავთ კიდეც. „ესეის ფორმას დღემდე გასავლელი რჩება ის…
Read more

პროექტი – სადისკუსიო პლატფორმა

საინიციატივო ჯგუფი ,,ფრიდრიხ ებერტის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ეხება სოციალური საკითხების აქტუალიზებას თბილისსა და რეგიონებში არსებულ საჯარო სივრცეებში. 🔷ბოლო რამდენიმე წელია რაც, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტური თუ აკადემიური წრეები და ინტერესთა ჯგუფები ქართულ სამოქალაქო სივრცეს საჯარო აქტივობებით ანებივრებენ. შეიძლება ითქვას, რომ სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის პოლიტიკები ნელ-ნელა სივრცეებს ითვისებს, პოლიტიკურ რელევანტურობას იძენს და საჯარო…
Read more

ქალთა შრომითი პირობები და აუნაზღაურებელი შრომა საქართველოში

12 მარტს 17:00 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი და საინიციატივო ჯგუფი PLATFORMA.ge გიწვევთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 307-ე აუდიტორიაში დისკუსიაზე: << ქალთა შრომითი პირობები და აუნაზღაურებელი შრომა საქართველოში >> შეხვედრაზე გაიმართება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის – „მწვანე აკადემიას“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის – ცხოვრება საჭიროებებს მიღმა: ქალთა პრეკარიული შრომა და დროის ურთიერთმიმართება საქართველოში. ფორმალურ სექტორში…
Read more