განცხადება/ვაკანსია
მიმდინარე კონკურსებში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამის ვადებში უნდა გადმოგვიგზავნოთ CV და შესაბამის განაცხადში მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ელექტრონულ ფოსტაზე: info@platforma.ge; წერილი უნდა გადმოიგზავნოს განაცხადში მითითებული თარიღის შესაბამისად, წერილის სათაურად მიუთითეთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
მიმდინარე: ფინანსური მენეჯერი – 000101
ვაკანსია: ფინანსური მენეჯერი
თარიღი: 1.03.2021 – 14.03.2021
სამუშაოს განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკით (ყოველთვიური დატვირთვა: 6-8 სამუშაო დღე);
ანაზღაურება: 1200 ლარიდან – 1600 ლარამდე.
სამუშაოს მდებარეობა: დისტანციურად
ფინანსური მენეჯერი უზრუნველყოფს ორგანიზაციის ფინანსურ დაგეგმარებას, მართვას და კონტროლს. კოორდინაციას უწევს აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესს.
დამატებითი მოთხოვნები
- ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია არასამთავრობო სექტორში);
- ბიუჯეტირებისა და მისი კონტროლის გამოცდილება.
- ფინანსური ანგარიშგებისა და სხვა სახის ანგარიშების მომზადების გამოცდილება
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად.
- საგადასახადო და საბიუჯეტო კოდექსის კარგი ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების კარგი ცოდნა;
საჭირო დოკუმენტაცია:
CV; უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობა ან დოკუმენტის ასლი; ერთი რეკომენდატორის ვინაობა, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მითითებით;
მიმდინარე: პროექტის ასისტენტი – 000102
ვაკანსია: პროექტის ასისტენტი
თარიღი: 1.03.2021 – 16.03.2021
სამუშაოს განაკვეთი: თავისუფალი გრაფიკით (მოცულობა/ ყოველთვიური დატვირთვა – 8 სამუშაო დღე)
სამუშაოს ხანგრძლივობა: 8 თვე
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაოს მდებარეობა: დისტანციურად
კოორდინირებას უწევს საგანმანათლებლო პროექტს, ლექციების დაგეგმვის და ორგანიზების მიმართულებით. ასევე, სალექციო ჩანაწერების განთავსება პლატფორმის ვებ და სოციალურ ქსელში.
დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია საგანმანათლებლო ხასიათის პროექტში მონაწილეობის/ორგანიზების გამოცდილება;
- პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება დამუშავება;
- პროექტის ფარგლებში შეხვედრებსა და განხილვებში აქტიური ჩართულობა;
- პროექტებში მონაწილე მხარეებთან მიმოწერის წარმოება;
- პროექტების გეგმის შედგენა;
- პროექტთან დაკავშირებული შინაარსობრივი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- პროექტის სხვადასხვა სამუშაოების და ვადების მუდმივი მონიტორინგი;
- პროექტის მსვლელობის შუალედური შედეგების განხილვა, რეპორტების მომზადება;
საჭირო დოკუმენტაცია:
CV; განათლების ბოლო/მიმდინარე საფეხურის დამადასტურებელი ცნობა ან დოკუმენტის ასლი; ერთი რეკომენდატორის ვინაობა, ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მითითებით;