ჩვენ შესახებ

 

Platforma.ge შეიქმნა 2018 წელს, სხვადასხვა გამოცდილების მქონე აქტივისტების, აკადემიის სტუდენტებისა დაახალგაზრდა მკვლევრების ინიციატივით და წარმოადგენს სივრცეს, რომლის მიზანია თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. პლატფორმის ამოცანაა ალტერნატიული ცოდნის, თვალსაზრისების და ხედვების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ახლებურად გააზრებას.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც პლატფორმის შექმნას დაუდო საფუძველი, ქართულ აკადემიურ სივრცეებში არსებული პრობლემებია. საგანმანათლებლო დაწესებულებებში იდეოლოგიურად ფორმირებული და გამოყენებაზე ორიენტირებული ცოდნის წარმოება, განსაკუთრებით სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ხელს უშლის კრიტიკული აზრის წარმოშობას, რაც, თავისმხრივ, ახდენს არსებული ვითარების ლეგიტიმაციას. ამავდროულად, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, არსებული სოციალური უთანასწორობის ფონზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ამ დროის განმავლობაში, პლატფორმაზე განთავსებულია ონლაინ კურსები, თარგმანები, სტატიები, სახელმძღვანელოები და წიგნები პოლიტიკური ეკონომიკის, ფემინისტურია ზრის, ადამაინის უფლებებისა და სხვა თემების ირგვლივ. დღეისთვის პლატფორმის სხვადასხვა კურსებზე 2 ათასზე მეტი სტუდენტია რეგისტრირებული. Platforma.ge თანამშრომლობს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან.

პლატფორმა ღიაა ნებისმიერი ინიციატივისთვის, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს ღირებულებებთან და ხედვებთან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ: info@platforma.ge ან platformage@gmail.com

 

პროექტის დასახელება დონორი პროექტის სტატუსი პროექტის მიზანი
განათლება და სოციალური სამართლიანობა: მონაწილეობითი ადვოკატირების გზით, საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის საკითხის მხარდაჭერა. ფრიდრიხ ებერტის ფონდი მიმდინარე (02.2021 – 11.2021) პროექტის მიზანია განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სამართლიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობა.
გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების პოლიტეკონომია ფრიდრიხ ებერტის ფონდი მიმდინარე (02.2021 – 12.2021) პროექტის მიზნად ისახავს გააძლიეროს სადისკუსიო პლატფორმები პოლიტეკონომიის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს გლობალურ და ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების საფუძვლების ძიებას და მისი ისტორიული და პოლიტიკური განზომილებების ანალიზს
სხვა მიმართულებების ძიებაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მიმდინარე (05.2020 – 06.2021) პროექტი მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის იდეებისა და რადიკალური პოლიტიკური წარმოსახვის გარშემო XIX-XXI საუკუნეებში მოღვაწე ავტორების ნაშრომების წარმოდგენას და თარგმნას. პროექტის ფარგლებში მომზადდება თარგმანების კრებული.
საჯარო სივრცეები და ქალთა მონაწილეობა ქალთა ფონდი საქართველოში მიმდინარე (09.2020 – 05.2021) პროექტის მიზანია, ქალაქ თბილისის სამი სარეკრეაციო სივრცის (ვაკის პარკი, პარკი მზიური, 9 აპრილის პარკი) შესწავლის მაგალითზე, მწვანე სივრცეებში ქალთა საჭიროებებისა გამოვლენა და მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში და განახლებაში ქალთა ჩართულობის ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავება.
კრიტიკული პოლიტეკონიმიური პერსპექტივების მხარდაჭერა აკადემიურ სივრცეებში. ფრიდრიხ ებერტის ფონდი მიმდინარე (02.2020 – 03.2021) პროექტი მიზნად ისახავს: კრიტიკული პოლიტეკონომიური პერსპექტივების შემოტანას ქართულ აკადემიურ სივრცეებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კარლ პოლანის კლასიკური ნაშრომის ,,დიდი ტრანსფორმაცია” თარგმნა და გამოცემა.
ადამაინის უფლებები: კრიტიკული პერსპექტივები ღია საზოგადოების ფონდი მიმდინარე (01.2020 – 03.2021) პროექტი მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების საკითხების გარშემო სადისკუსიო სივრცის შექმნას სტუდენტებისთვის.
კრიტიკული ფემინისტური აზრის ხელშეწყობა ქალთა ფონდი საქართველოში დასრულებული (03.2020 – 11.2020) პროექტი მიზნად ისახავს პანდემიის დროს, გლობალურ დონეზე არსებული ფემინისტური აზრის გაცნობას და საქართველოს კონტესტში, ქალთა საშინაო შრომის, პრეკარიული შრომის და დროის ურთიერთმიმართბის საკითხებზე რეფლექსიას.
პლატფორმა სოციალური დიალოგისთვის ფრიდრიხ ებერტის ფონდი დასრულებული (12.2018 – 11.2019) პროექტი მიზნად ისახავდა სოციალური საკითხების გარშემო სადისკუსიო სივრცეების შექმნას უნივერსიტეტებში