fbpx

სოციალური კეთილდღეობის შესაძლებლობები საქართველოში

საინიციატივო ჯგუფი PLATFORMA.ge 2019 წლის 9 თებერვალს, 18:00 სთ-ზე გეგმავს დისკუსიის ორგანიზებას თემაზე ,,სოციალური კეთილდღეობის შესაძლებლობები საქართველოში”.

დისკუსიაზე განვიხილავთ შემდეგ თემებს: საშემოსავლო გადასახადების სისტემა, პროგრესული გადასახადები, ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობა და სამუშაო ძალა საქართველოში.

დღის წესრიგი:

18:00 – 18:30 – ტატო ხუნდაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი

,,საყოველთაო კეთილდღეობისთვის – საშემოსავლო გადასახადის რეფორმის შესახებ”

მოხსენება დაეფუძნება ავტორის ბოლო კვლევას – ,,სწრაფვა საერთო კეთილდღეობისთვის”, რომელიც განხორციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. ავტორები გვთავაზობენ პროგრესული საშემოსავლო გადასახადის შემოღებას და საჯარო ხარჯების გაზრდას, ადამიანურ კაპიტალსა და სამრეწველო განვითარებაზე, რამაც შეიძლება შეამციროს შემოსავლის უთანასწორობის მაღალი დონე და გააუმჯობესოს დაბალი შემოსავლების მქონე ჯგუფების ცხოვრების პირობები. კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ მისამართზე: ,,სწრაფვა საერთო კეთილდღეობისთვის” (pdf).

18:30 – 19:00 – ანა დიაკონიძე, მკვლევარი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი

,,ინდუსტრიალიზაცია და სამუშაო ძალის მომზადების სპეციფიკა: ქართული რეალობის მიმოხილვა”

19:00-20:00 – დისკუსია

მისამართი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსის, 317-ე აუდიტორია;