ჩვენ შესახებ

Platforma.ge შეიქმნა 2018 წელს, სხვადასხვა გამოცდილების მქონე აქტივისტების, აკადემიის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების ინიციატივით და წარმოადგენს სივრცეს, რომლის მიზანია თავისუფალი, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. პლატფორმის ამოცანაა ალტერნატიული ცოდნის, თვალსაზრისების და ხედვების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის ახლებურად გააზრებას.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რამაც პლატფორმის შექმნას დაუდო საფუძველი, ქართულ აკადემიურ სივრცეებში მიმდინარე პრობლემებია. საგანმანათლებლო დაწესებულებებში იდეოლოგიურად ფორმირებული და გამოყენებაზე ორიენტირებული ცოდნის წარმოება, განსაკუთრებით სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ხელს უშლის კრიტიკული აზრის წარმოშობას, რაც, თავის მხრივ, ახდენს არსებული ვითარების ლეგიტიმაციას. ამავდროულად, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, არსებული სოციალური უთანასწორობის ფონზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. პლატფორმის მიზანი ერთჯერადი სასწავლო ინიციატივების ნაცვლად, დროში განმეორებადი და ყველასთვის ხელმისაწვდომი კრიტიკული ქსელის შექმნაა. ამ დროის განმავლობაში, პლატფორმაზე განთავსებულია ონლაინ კურსები, თარგმანები, სტატიები, სახელმძღვანელოები და წიგნები პოლიტიკური ეკონომიკის, ფემინისტური აზრის, ადამაინის უფლებების და სხვა საკითხების შესახებ. დღეისთვის პლატფორმის სხვადასხვა კურსებზე 2 ათასზე მეტი სტუდენტია რეგისტრირებული. Platforma.ge თანამშრომლობს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდის და ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან.

2021 წლიდან პლატფორმა ისევ გააგრძელებს მუშაობას პოლიტიკური ეკონომიკის გარშემო სადისკუსიო სივრცეების გაძლიერებაზე და ამავდროულად, ვიმუშავებთ განათლების პოლიტიკის საკითხებზე, რათა ხელი შევუწყოთ უმაღლესი და ზოგადი განათლების სფეროში სისტემური ცვლილებების ხელშეწყობას.

პლატფორმა ღიაა ნებისმიერი ინიციატივისთვის, რომელიც თანხვედრაშია ჩვენს ღირებულებებთან და ხედვებთან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ: info@platforma.ge ან platformage@gmail.com

მიმდინარე და განხორციელებული პროექტები:

პროექტის დასახელება: სადისკუსიო პლატფორმა პოლიტეკონომიის საკითხებზე

პროექტის სტატუსი: მიმდინარე (03.2020-დან)

მისამართი: რამიშვილის ქ. 4, თბილისი,0179

ტელეფონი: +995 32 2 25 07 28

ვებგვერდი: http://fes-caucasus.org

Facebook: FESgeorgia

პროექტი მიზნად ისახავს: კონცეპტუალური/სამუშაო ჩარჩოს შექმნას პოლიტეკონომიური საკითხების ანალიზისთვის; ეკონომიკური განვითარების საკითხებზე კრიტიკული პერსპექტივების შექმნისა და გავრცელების ხელშეწყობას; კომპლექსურ ეკონომიკურ საკითხებზე აკადემიური დისკუსიების ინიცირებას;


პროექტის დასახელება:
კრიტიკული პოლიტეკონიმიური პერსპექტივების მხარდაჭერა აკადემიურ სივრცეებში.

პროექტის სტატუსი: მიმდინარე (04.2020-დან)

მისამართი: რამიშვილის ქ. 4, თბილისი,0179

ტელეფონი: +995 32 2 25 07 28

ვებგვერდი: http://fes-caucasus.org

Facebook: FESgeorgia

პროექტი მიზნად ისახავს: კრიტიკული პოლიტეკონომიური პერსპექტივების შემოტანას ქართულ აკადემიურ სივრცეებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კარლ პოლანის კლასიკური ნაშრომის ,,დიდი ტრანსფორმაცია” თარგმნა და გამოცემა.

მთარგმნელთა ჯგუფი: ნინო ხელაია, თამთა ხელაია

პროექტის დასახელება: სხვა მიმართულებების ძიებაში

პროექტის სტატუსი: მიმდინარე (05.2020 – 04.2021)

დონორი: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო

ტელეფონი: +995 32 238 04 67

ვებგვერდი: https://ge.boell.org/ka

Facebook: Heinrich Boll Stiftung South Caucasus

პროექტი მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის იდეებისა და რადიკალური პოლიტიკური წარმოსახვის გარშემო XIX-XXI საუკუნეებში მოღვაწე ავტორების ნაშრომების წარმოდგენას და თარგმნას. პროექტის ფარგლებში მომზადდება თარგმანების კრებული. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ბლოგების, პოდკასტების და საძიებო-საველე სამუშაოების განხორციელებას.

პროექტის აკადემიური ჯგუფი: თამარ ცხადაძე, მაია ბარქაია, გიორგი ცინცაძე.

პროექტის დასახელება: საჯარო სივრცეები და ქალთა მონაწილეობა

პროექტის სტატუსი: მიმდინარე (09.2020 – 04.2021)

დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში

ტელეფონი: +995 322 399998

ვებგვერდი: https://www.womenfundgeorgia.org/

ელ.ფოსტა: info@womenfundgeorgia.org

პროექტის მიზანია, ქალაქ თბილისის სამი სარეკრეაციო სივრცის (ვაკის პარკი, პარკი მზიური, 9 აპრილის პარკი) შესწავლის მაგალითზე, მწვანე სივრცეებში ქალთა საჭიროებებისა გამოვლენა და მწვანე სივრცეების დაგეგმარებაში და განახლებაში ქალთა ჩართულობის ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავება.

პროექტის დასახელება: კრიტიკული ფემინისტური აზრის ხელშეწყობა

პროექტის სტატუსი: მიმდინარე (05.2020 – 08.2020)

დონორი: ქალთა ფონდი საქართველოში

ტელეფონი: +995 322 399998

ვებგვერდი: https://www.womenfundgeorgia.org/

ელ.ფოსტა: info@womenfundgeorgia.org

პროექტი მიზნად ისახავს პანდემიის დროს, გლობალურ დონეზე არსებული კრიტიკული ფემინისტური აზრის გაცნობას და საქართველოს კონტესტში, ქალთა საშინაო შრომის, პრეკარიული შრომის და დროის ურთიერთმიმართბის საკითხებზე რეფლექსიას. პროექტის ფარგლებში მომზადდება ანალიტიკური სტატიები, თარგმანები და პოდკასტები.

პროექტის დასახელება: ადამიანის უფლებები, კრიტიკული პერსპექტივები

პროექტის სტატუსი: მიმდინარე (07.2019-დან)

პროექტის სტატუსი: მიმდინარე

მისამართი: ჭოველიძის ქ.10, თბილისი, 0108

ტელეფონი: +995 32 2 25 04 63

ვებ-გვერდი: http://www.osgf.ge

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ონლაინ სასწავლო კურსის შექმნა ადამიანის უფლებების საკითხებზე, 6 რეგიონულ საუნივერსიტეტო ქალაქში ადგილობრივი სადისკუსიო პლატფორმის შექმნა, თარგმანების კრებულის მომზადება და ინტერდისციპლინური ფორუმის/კონფერენციის ჩატარება ადამიანის უფლებების საკითხების გარშემო.

პროექტის დასახელება: პლატფორმა სოციალური დიალოგისთვის

პროექტის სტატუსი: დასრულებული

მისამართი: რამიშვილის ქ. 4, თბილისი,0179

ტელეფონი: +995 32 2 25 07 28

ვებგვერდი: http://fes-caucasus.org

Facebook: FESgeorgia

ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობა 2019 წლიდან დავიწყეთ. ფონდის მხარდაჭერით განვახორციელეთ პროექტი ,,სადისკუსიო პლატფორმა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე”, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური უფლებებისთვის ბრძოლის სხვადასხვა პერსპექტივებს წარმოაჩენს.