ონლაინ სასწავლო კურსები

არსებული სოციალური წესრიგი და გაბატონებული იდეოლოგიური სტრუქტურები ავიწროებს თავისუფალ სააზროვნო სივრცეს. სასწავლო დაწესებულებებში არ მიმდინარეობს კრიტიკული ცოდნების წარმოება და გააზრება, რაც ხელს უშლის თავისუფალი სააზროვნო სივრცის ჩამოყალიბებას და შესაბამისად, სააზროვნო ველში არ მიმდინარეობს საზოგადოებაში არსებული სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების კრიტიკულად გააზრება და შეფასება. 

ონლაინ კურსები Platforma.ge-ის ინიციატივაა, რომლის მიზანია აუდიტორიას შესთავაზოს სხვადასხვა თემატიკაზე მომზადებული კურსები. Platforma.ge-ის მიერ მომზადებული სალექციო კურსები და მისი ყველა შემადგენელი ნაწილი (ვიდეო ლექცია, საკითხავი რიდერი) მომზადებულია და ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე. 

Platforma.ge-ის მიერ მომზადებულ ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია და მასში მონაწილეობა უფასოა.