fbpx

ჩვენ შესახებ

PLATFORMA.GE შეიქმნა 2018 წელს, სხვადასხვა გამოცდილების მქონე აქტივისტების, აკადემიის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარების ინიციატივით და წარმოადგენს კრიტიკულ პლატფორმას, რომლის მთავარი მიზანია თავისუფალი, თანასწორი, სამართლიანი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; პლატფორმის ამოცანაა ალტერნატიული ცოდნების, თვალსაზრისებისა და ხედვების შემუშავება, რომლებიც ცენტრსა და რეგიონებში ხელს შეუწყობს სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის ახლებურად გააზრებას.

ჩვენი პლატფორმის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ხედვები და გამოცდილებები სხვადასხვა სოციალური საკითხების მიმართ და ამ გზით, შევქმნათ კრიტიკული ქსელი, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას თანამონაწილეობითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

PLATFORMA.GE დაარსების დღიდან ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს ისეთი ენობრივი მატერიალებისა და მულიტიმედია პროდუქტების გავრცელებაში, რომელიც ბიძგს მისცემს საზოგადოების წინაშე არსებულ აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე კრიტიკულ რეფლექსიას.  თითქმის ერთი წლის მანძილზე PLATFORMA.GE დაკავებულია ანალიტიკური სტატიების, ბლოგების, თარგმანების, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებით, რომელიც ეხება სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებს. ზემოთქმული მიზნების მისაღწევად, PLATFORMA.GE აქტიურად თანამშრომლობს ცენტრისა და რეგიონების უნივერსიტეტებთან, რომელთანაც გაფორმებულია თანამშრომლობის შეთანხმებები და მიმდინარე პროექტებს მათთან თანამშრომლობით ახორციელებს.

თუ თვლით, რომ შეგიძლიათ თქვენი კონტრიბუცია შემოიტანოთ პლატფორმის განვითარებაში, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: platformage@gmail.com;   ჩვენ გვჯერა თქვენი მხარდაჭერის! 

დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვწერეთ: platformage@gmail.com; 

პლატფორმა მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

 

ჩვენი მიზანია შევქმნათ სააზროვნო სივრცე, რომელიც დაეფუძნება შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებს: თანმიმდევრული ცოდნის წარმოებას, მასზე საყოველთაო ხელმისაწვდომობასა და მუდმივობას დროისა და სივრცის მიუხედავად. ამ მიზნით, PLATFORMA.GE შემოგთავაზებთ სხვადასხვა კურსებს, რომელიც ონლაინ სასწავლო პლატფორმის MOODLE-ის სისტემით იქნება ხელმისაწვდომი. დამატებითი ინფორმაცია

საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ თემებზე მსჯელობა საჯარო სივრცის გვერდის ავლით არ უნდა ხდებოდეს, მნიშვნელოვანია ისეთი ღია სივრცის კონტრუირება, სადაც არ წარმოიშვება ამ სივრცეების ინდოქტრინაციისა და ოკუპირების რისკები, საჯარო სივრცე პირველ რიგში მოითხოვს ინკლუზიურობას, რომ არც ერთი ჯგუფი და მხარე არ განიდევნის ამ სივრცეებიდან. დამატებითი ინფორმაცია

დამუშავების პროცესშია