fbpx

შრომითი მედიაცია საქართველოში

PLATFORMA.GE, ,,ფრიდრიხ ებერტის ფონდის” მხარდაჭერით, 13 აპრილს, 19:00სთ-ზე აწყობს დისკუსიას თემაზე ,,სოციალური დიალოგი და შრომითი მედიაცია საქართველოში”.

დისკუსია მიზნად ისახავს მიმოიხილოს საქართველოში სოციალური დიალოგის ინსტიტუციონალიზაციის პოლიტიკა, პრაქტიკა და განვლილი გამოცდილება. დისკუსია შეეხება პროფკავშირების როლს და დანიშნულებას შრომითი მედიაციისა და შრომითი დავების პროცესში; ამ კუთხით, პროფკავშირების საქმიანობის გამოცდილებას საქართელოში. 

დისკუსიაზე საუბარი იქნება კოლექტიური შრომითი დავის პრევენციისა და მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებების აღსრულების საკითხებზე, მედიაციის მექანიზმის საკანონმდებლო და პრაქტიკულ ხარვეზებზე, მედიაციის მექანიზმის შრომის პოლიტიკასთან ინტეგრირების საკითხსა და სტრუქტურული ფაქტორების გავლენას მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებაზე. 

მომხსენებლები:
• მარინა მუსხელიშვილი – სრული პროფესორი, თსუ
,,სოციალური დიალოგის არსი და ქართული გამოცდილება”

• კოტე ერისთავი – EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.
,,შრომითი მედიაცია: თეორია და პრაქტიკა”

• ილია ლეჟავა – საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
,,პროფკავშირების როლი შრომითი მედიაციის პროცესში: არსებული გამოცდილება და გამოწვევეი”

მისამართი: თსუ, I კორპუსი, 
დრო: 13 აპრილი, 19:00სთ.

დასწრება თავისუფალია!